მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 37:2

1. ხოლო იაკობ დამკჳდრებულ იყო ქუეყანასა მას, სადაცა დამკჳდრებულ იყო მამაჲ მისი ქუეყანასა მას ქანანისასა.2. ესე შობანი არიან იაკობისანი: იოსებ აჩჳდმეტის წლის იყო და ჰმწყსიდა ძმათა თჳსთა თანა ცხოვართა მამისა თჳსისათა. ყრმა-ღა იყო ძეთა თანა ბალასთა, და ძეთა თანა ზელფასთა, ხარჭთა მამისა თჳსისა თანა. და დასდვეს ბრალი ბოროტი იოსებს ისრაჱლისა მიმართ, მამისა თჳსისა.3. ხოლო ისრაჱლს უყუარდა იოსებ უფროჲს ყოველთა ძეთა თჳსთა, რამეთუ შვილი სიბერისაჲ იყო იგი. და უქმნა მას სამოსელი ჭრელი მრავალფერი.
დაბადებისა თავი 37
2. ესე შობანი არიან იაკობისანი: იოსებ აჩჳდმეტის წლის იყო და ჰმწყსიდა ძმათა თჳსთა თანა ცხოვართა მამისა თჳსისათა. ყრმა-ღა იყო ძეთა თანა ბალასთა, და ძეთა თანა ზელფასთა, ხარჭთა მამისა თჳსისა თანა. და დასდვეს ბრალი ბოროტი იოსებს ისრაჱლისა მიმართ, მამისა თჳსისა.
საუბარი 61. „ესე შობანი არიან იაკობისანი" (დაბ 37:2)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. ძმათა შური იოსების მიმართ (37:3-4)

კვლავ ჩვეულ ტრაპეზთან მინდა მიგიძღვანოთ და, თანმიმდევრულად წინათ ნათქვამის გაგრძელებით, დღეს წაკითხული წერილიდან სულიერი საზრდო შემოგთავაზოთ. დღევანდელი კითხვა საკმარისია, რომ ყველას გვასწავლოს, რა მავნებელია შური და როგორ გამოავლინა ამ დამღუპველმა ვნებამ მთელი თავისი ძალა, ნათესაურ კავშირზეც კი რომ გავრცელდა. მაგრამ, რომ ჩვენი საუბარი თანმიმდევრულად წარიმართოს, კითხვის დასაწყისს უნდა შევეხოთ. „ესე, — ამბობს წერილი, — შობანი არიან იაკობისანი". შეხედე, როგორ საკვირველმა წინასწარმეტყველმა მოსემ, იაკობის შთამომავლობის თხრობა აღგვითქვა და მოულოდნელად მისი ძის ამბავზე გადავიდა. „ესე შობანი არიან იაკობისანი" რომ თქვა, იაკობისგან შობილთა და შემდეგ მისი შვილებისგან წარმოშობილთა თხრობის ნაცვლად, როგორც ეს წესითაც იყო (როგორც ესავთან მიმართებითაც მოიქცა), მაშინვე იოსებისკენ მიიჩქარა, ახალგაზრდისკენ, რომელიც თითქმის ყველა ძმაზე უმცროსი იყო, და ამბობს: „იოსებ აჩჳდმეტის წლის იყო და ჰმწყსიდა ძმათა თჳსთა თანა ცხოვართა". რისთვის აღნიშნავს წლებსაც? იმისთვის, რომ გასწავლოს, რომ ახალგაზრდობა...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის