7. და ტკბილ არს ნათელი და კეთილ ხილვად თუალთა მზისათა.8. დაღათუ მრავალ წელ ცხომდეს კაცი და მათ ყოველთა შინა იხარებდეს და მოიჴსენნეს დღენი იგი ბნელისანი, რამეთუ მრავალ იყვნენ ყოველნი მომავალ ამაოჲსა.9. იხარებდ, ჭაპუკო, სიჭაპუკესა შენსა და განგახარენ შენ გულმან შენმან დღეთა სიჭაპუკისა შენისათა და ვიდოდე გზათა შენთა უბიწოდ და ნუ ხილვითა თუალთა შენთაჲთა და გულისხმა-ყავ, რამეთუ ამას ყოველსა ზედა მოგიყვანოს შენ ღმერთმან საშჯელად.
ეკლესიასტე თავი 11