1. და მოიჴსენე შემოქმედი შენი დღეთა სიჭაპუკისა შენისათა ვიდრე მოსლვადმდე დღეთა მათ სიბოროტისათა და მოიწინენ წელნი, რომელთა შინა სთქუა, ვითარმედ: არა არს ნებაჲ ჩემი მათ შინა.2. ოდეს-იგი დაბნელდეს მზჱ და ნათელი და მთოვარე და ვარსკულავნი, და უკუნიქცენ ღრუბელნი შემდგომად წჳმისა.3. დღესა მას, რომელსა შეიძრნენ მჴუმილნი სახლისანი და გარდაიქცენ კაცნი ძლიერებისანი და უკუმოიყვანენ მფქველნი, რამეთუ შემცირდეს და დაბნელდეს მხედველნი იგი ჴურელებსა.4. და დაჰჴშან კარები უბნებსა ზედა უძლურებისაგან ჴმისა მფქველისაჲსა, და აღდგეს ჴმასა სირისასა და დამდაბლდენ ასულნი იგი სახიობისანი.5. და მაღლით გამო იხილონ და დასულებანი იყვნენ გზასა ზედა და ყუავოდის ნუში, განსხუნეს მკალი და განქარდეს კაპარი, რამეთუ კაცი წარვიდა სახლსა საუკუნესა თჳსსა და მოიცვნენ უბანნი მეტყებელთა.6. ვიდრე არა მართლუკუნიქცეს საბელი იგი ვეცხლისაჲ და შეიმუსროს ფერი იგი ოქროჲსაჲ და განტყდეს სარწყული წყაროსა ზედა და შეიმუსროს ურმისთუალი ჯურღმულსა ზედა.7. და მიიქცეს მიწაჲ ქუეყანად, ვითარცა იყო, და სული მიექცეს ღმრთისა, რომელმანცა მოსცა იგი.8. ამაოებაჲ ამაოთაჲ, - თქუა ეკლესიასტე, - ყოველივე ამაო.9. და უმეტე, რამეთუ ეკლესიასტჱ იყო ბრძენ და ასწავებდა კაცთა მეცნიერებასა, და რავდენ-იგი გამოიძინა სამკაულნი იგავთანი.10. ფრიად ეძიებდა ეკლესიასტჱ პოვნად სიტყუათა ნებისათა და დაწერილთა სიწრფოებისათა.11. სიტყუანი ბრძენთანი, ვითარცა დეზი ჴარსა, და ვითარცა სამშჭუალნი განჴურვებულნი, რომელნი მიეცნენ მწყემსობისაგან ერთისა და უმეტესი მათგანი.12. შვილო, განეკრძალე მოგებად წიგნთა მრავალთა, და არა არს წურთაჲ და სრულებაჲ, მრავალი შრომაჲ ჴორცთაჲ დასასრული სიტყჳსაჲ.13. ესე ყოველი ისმინე, ღმრთისა გეშინოდენ და მცნებანი დაიმარხენ, და ესე ყოველმანვე კაცმან,14. რამეთუ ყოველსა თანა ქმნულსა წარმოადგინოს ღმერთმან საშჯელსა, ყოველივე უგულებელი, გინა თუ კეთილი, გინა თუ ბოროტი.