1. არს ბოროტი, რომელი ვიხილე მზესა ამას ქუეშე და ფრიად არს კაცთა შორის.2. კაცსა, რომელსა მოჰსცეს მას ღმერთმან სიმდიდრჱ და ნაყოფი და დიდებაჲ, და არა რაჲ არს ნაკლულევანებაჲ სულსა მისსა ყოვლისა მისგან, რომელსა გული უთქუმიდა, და არა ჴელმწიფე-ყო იგი ღმერთმან ჭამად მისგანი, რამეთუ კაცმან სხუამან შეჭამოს იგი. და ესე ამაოებაჲ და სნეულებაჲ ბოროტი არს.3. უკუეთუ შვეს კაცმან ას შვილ და მრავალთა წელთა ცხომდეს და მრავალ იყვნენ წელნი ცხოვრებისა მისისანი, და სული მისი არა განძღეს კეთილითა, და დაფლვაცა ვერ ეცა მას. და ვთქუ: უმჯობჱს არს მისა მორყუნილი,4. რამეთუ ამაოებით მოვიდა და ბნელმან დაფაროს სახელი მისი.5. და მზჱ არა იხილა და არცა ცნა განსუენებაჲ ესე უფროჲს მისსა.6. დაღათუმცა ცხომდა ათასთა წელთა მრავალგზის და კეთილი არა იხილა, ანუ არცა ერთსა ადგილსა შევლენ ყოველნი?7. და ყოველი რუდუნებაჲ კაცისაჲ პირსა მისსა, და სული ვერ განძღების.8. რამეთუ უმეტჱს არს ბრძენი უგუნურისა, რამეთუ იცის გლახაკმან სლვაჲ წინაშე ცხოვრებასა მისსა.9. უმჯობჱს არს ხილვაჲ თუალთაჲ, ვიდრე წარმავალისა სულისა, და ესეცა ამაოვე და ჴდომა სულის.10. რავდენნი-იგი ქმნულ არიან, მიერითგანვე წოდებულ არს სახელი მათი და უწყებულ არს კაცთა, რავდენ-იგი-რაჲ რაჲ არს, და ვერ უძლავს საშჯელად უძლიერესისა მის თანა.11. რამეთუ არიან სიტყუანი მრავალნი, რომელნი განაძლიერებენ ამაოებასა, არამედ რაჲ არს ნამეტნავ კაცისა?12. ანუ ვინ იცის, რაჲ-იგი არს კეთილი ცხოვრებასა მისსა რიცხჳ ცხოვრებისა ამაოებისა მისისაჲ? და ყვნა იგინი აჩრდილსა შინა. და ვინ უთხრას კაცსა, რაჲ-იგი იყოს შემდგომად მისა მზესა ამას ქუეშე?