24. და იგი შორად განმეშორა ჩემგან უფროჲს პირველისა მის და სიღრმჱ ღრმისაჲ, ვინმე პოვოს იგი?25. მოვლე, და გულმან ჩემმან ცნობად და განგულებად და ცნებად სიბრძნისა და რიცხჳსა და გულისხმის-ყოფად უღმრთოთა უგუნურებაჲ, შფოთებაჲ და მიმოტაცებაჲ.26. და ვპოვე იგი და ვთქუ: უმწარჱს სიკუდილისა დედაკაცისა თანა, რომელ-იგი არს მომნადირებელი და მახჱ გული მისი და ბორკილ ჴელნი მისნი. კეთილი იგი წინაშე ღმრთისა განერეს მისგან და ცოდვილი იგი შეიპყრა მითა.
ეკლესიასტე თავი 7