15. და ვაქე მე სიხარული, ვითარმედ არა რაჲ არს კეთილ კაცისა მზესა ამას ქუეშე, გარნა ჭამაჲ და სუმაჲ და მხიარულებაჲ. და ესე თანაიყოს მას შრომათა მისთა შინა დღეთა ცხოვრებისა მისისათა, რავდენნი მოსცნა მას ღმერთმან მზესა ამას ქუეშე,16. რომელთა შინა მივეც გული ჩემი ცნობად სიბრძნისა და ხილვად მიმოტაცებისა და ზრუნვისა, რომელი ქმნულ არს ქუეყანასა ზედა, რამეთუ დღჱ და ღამჱ ძილი არა იხილის თუალმან მისმან.17. და ვიხილე ყოვლითურთ ქმნული ღმრთისაჲ, და ვერ ჴელ-ეწიფების კაცსა პოვნად ქმნული იგი, რომელნი ქმნულ არიან მზესა ამას ქუეშე. რავდენმე დაშურეს კაცი ძიებად და არა პოვოს. და რავდენიცა თქუას ბრძენმან ცნობად, ვერ შემძლებელ არს პოვნად.
ეკლესიასტე თავი 8