ესთერისა 1:7
6. დარეცილი ზეზითა და ცისსხეულითა და მეწამულითა და იაკინთითა ჭრელებულითა ყვავილოვნად თჳთოფერითა და კარვები აღმართებულ საბლებითა ბისონისა და ძოწეულისათა და ტორანტოსები ვეცხლისა და სვეტები ბრინჯისა ოქროლესულითა, ტახტები ოქროჲსი და ვეცხლისა და ანთრაკ ფენილი ზედა ზმარაგდოსა ქვათა, და კაპოეტის ქვით დასაგებელნი თჳთოფერად ჭრელებულად ყვავილოვნად და გარემოს ვარდი მოფენილ7. სმანი დღეთა მრავალთა ვიდრე ასოთხმეოც დღე და ოდეს აღესრულნეს დღენი მრავალნი სმისანი, ყო მეფემან ყოველთათჳს, რაოდენი იპოეს ქალაქსა შინა მცირითგან მდიდრამდე ექუს დღე სახლისა მის მეფისანი, ნერგოანისა შემკულისა, ბისონისა და ბარძიმებისა, ოქროჲთა თჳთოსახე ანთრაკი განწონილნი ტაკუკები წინა დაგებულნი ტალანტთა სამთა ბევრთა და ღვინო,ფრიად კეთილი და წყალი სასმელად მეფისა8. ხოლო ქორწილი ესე არა განწესებულსა სჯულსა იყო, რამეთუ ეგრეთ ინება მეფემან ბრძანება მნებავთა, რათა ყონ ნებაჲ მისი.
ესთერისა თავი 1