ესთერისა 10:7
6. რამეთუ მომეჴსენა მე ჩვენებისა მის, რომელი ვიხილე, სიტყვათა ამათთჳს. და არა დააკლდა მათგანი სიტყვა ერთიცა,7. რამეთუ მცირე იგი წყარო, რომელი იქმნა მდინარე დიდ - ესთერ, რომელი შეირთო მეფემან. ხოლო ჴმანი იგი შფოთნი და ქუხილნი და ძრვანი და შეძრწუნებულნი ქუეყანასა ზედა წარმართთანი იგი არიან, რომელნი შეკრებილ იყვნეს ჩუენ ზედა წარწყმედად ჩუენდა. ხოლო ნათელი, რომელი გამობრწყინდა ჩუენ ზედა, და მდაბალთა შთანთქნეს დიდებულნი. სასჯელი ღმრთისაჲ არს, რომელი მიყო ჩუენ საუკუნემან, ოდეს-იგი შეკრბეს ჩუენ ზედა წარწყმედად სახელისა ჩუენისა წარმართნი. ხოლო ნათესავი ჩემი არს ისრაჱლი, რომელმან ღაღად-ყო ღმრთისა მიმართ და ცხონდა8. ხოლო ორნი იგი ურჩხულნი - დევნა - მე ვარ მარდოქე და ამან, ნათესავისა ჩუენისა მბრძოლი, ოდეს-იგი იზრახა დამოკიდება ჩემი ძელსა, ხოლო ღმერთმან მიაქცია ბოროტი მისი მისავე ვიდრე აქა დღედმდე.
ესთერისა თავი 10