ესთერისა 13:3
2. ყოველი სოფელი. ესრეთ მენება, რათა არა სასტიკებასა ჴელმწიფებისასა, არამედ უსახიერეს და უმდოვრესად მარადის ყოფად დამორჩილებულთა მათ ზედა, უშფოთველად ოდესვე დაწყნარებულებით ცხორება და მეფობა მშჳდობით და განგებულებით სლვად, ვიდრე კიდედმდე ქუეყანისა მოცემად განახლებად და სასურველი იგი ყოველთა კაცთა მშჳდობისა3. ვიკითხე მე თანამზრახველთა, ვითარძი გარდაჴდეს ესე სრულიად, რომელ-იგი ღირსებით ჩუენს წინაშე იქცევის და ერთგულებით უცვალებელად სარწმუნოება მტკიცე უჩუენებიეს? შემდგომი მეფისა პატივი მიუღებიეს ამანს.4. რომელნი შჯულთა ჩუენთა აღუდგებიან, უფროსად ყოველთა მიმართ თესლთასა მეფეთა ბრძანებასა გარდავლენ მარადის. არა თავს-ვიდე ჩუენმიერი განგებული მეფობისა დაწყნარება მათ მიერ ყოფად.
ესთერისა თავი 13