ესთერისა 3:11
10. და წარიჴადა მეფემან ბეჭედი თჳსი ჴელთაგან თჳსთა და მისცა ამანს და ჰრქუა: მიწერდი ყოველსა სოფელსა და ქალაქებსა. და დაბეჭდევდი ბეჭდითა ჩემითა წერილთა ჰურიათათჳს, რამეთუ არავინ არს გარე-მიმაქცეველ ბეჭდისა მაგის.11. და ჰრქუა მეფემან ამანს: ვეცხლი შენი შენდა გეყავნ, ხოლო ნათესავი იგი იჴმიე, ვითარცა სათნო არს შენდა. და გამოვიდა ამან მეფისაგან და შევიდა კერპთა თჳსთა თანა, რათა უწყოდის დღე სიკუდილისა მათისა. და განაგდო წილი მეათსამეტესა თთჳსასა მოწყვედად ყოველთა ჰურიათა წულით ვიდრე ქალადმდე და მოტაცებად მწოვართა ჩჩჳლთა ყრმათა12. ამისსა შემდგომად იწოდნეს მწიგნობარნი მეფისანი თთვესა მას პირველსა, მეათსამეტესა მის თთჳსასა, და მისწერეს, ვითარ-იგი უბრძანა ამან მეფისა მიერ ერისთავთა და მთავართა ყოველსა სოფელსა ჰინდოეთითგან ვიდრე ეთიოპამდე, ასოცდაშჳდსა მას სოფელსა მათ სიტყჳსაებრ ასვირეოსის მეფის მიერ
ესთერისა თავი 3