ესთერისა 6:14
13. და უთხრა ამან ზოსარას, ცოლსა თჳსსა, და მეგობართა ყოველი ესე, რაჲცა შეემთხჳა მას. და ჰრქუეს ამანს ცოლმან თჳსმან და მეგობართა თჳსთა (ვინათგან იტყოდე მათთჳს ბოროტსა, ბოროტიცა წინაწარგიძღვა შენ. დუმენ აწ უკუე, ნუ იტყჳ მათთჳს ბოროტსა); უკუეთუ ნათესავისაგან ჰურიათასა არს მარდოქე, და იწყე დამდაბლებად წინაშე მათსა. დაცემით ეც, და ვერ ერეოდე მათ, რამეთუ უფალი ღმერთი ცხოველი არს მათ ზედა და სძულს ამპარტავანება14. და ვიდრე იგი ამას იტყოდა, მოიწივნეს ორნი საჭურისნი და ასწრაფებდეს ამანს მისლვად სმასა მას, რომელი მზა-ეყო ესთერს. და ესთერ გულდებულ იქმნა და განმხიარულდა.
ესთერისა თავი 6