ესთერისა 6:3
2. და აღმოიღო წიგნი იგი მარდოქესთჳს დაწერილი მეფისათჳს სპარსთასა და უჟიკთა და უკითხვიდა მეფესა დაწერილსა მას მარდოქესთჳს, ვითარ-იგი უთხრა მეფესა ორთა მათ საჭურისთათჳს, რომელნი სცვიდეს მას. ეგულვებოდათ დასხმად ჴელთა არტაქსექს მეფისა ზედა და მოკლვად მისა, და რომელი ქმნა მარდოქე ქველისსაქმე და განარინა მეფე, და დაიდვა იგი გონებასა3. და თქუა მეფემან: რაჲ მადლი და დიდებაჲ მიმიცემიეს მარდოქესთჳს? ჰრქვეს მსახურთა მეფისათა: არარა, არცა ერთი, რომლისა მიერ იხილე სარწმუნო-ყოფა შენდა, ვითარ-იგი იზრუნა შენთჳს. და მოიწია განთიადი4. თქუა მეფემან: ვინ არს ეზოსა? ხოლო ამან მოსრულ იყო ბრძანების მოღებად მეფისაგან, რათა დამოჰკიდოს მარდოქე ძელსა მას, რომელი განმზადა.
ესთერისა თავი 6