ესთერისა 7:5
4. რამეთუ განვიფრდენით მე და ერი ჩემი წარწყმედულად. და ჩჩჳლნი მათნი აღსაჭრელად და ჭაბუკნი მათნი მონებად და ცოლნი მათნი მჴევლებად. და ვერ ვიკადრე თხრობად, რათა არა შევაწუხო უფალი ჩემი მეფე და არა ვისმინე, რამეთუ იქმნა განვრდომილ ბოროტისმყოფელი ჩემი, რამეთუ არა ღირს არს მსმენელი ეზოსა მეფისასა5. და განრისხნა მეფე და თქუა: ვინ არს, რომელმან იკადრა საქმე ეგე ყოფად და აღდგა დამდაბლებად, ვითარმცა თანაწარჴდა შიშსა შენსა?6. და თქუა ესთერ: კაცმან მტერმან ამან, მეგობარმან შენმან, მტყუარმან და უკეთურმან მაგან. ხოლო ამან შეძრწუნებულ იყო სიტყუათა მათ ზედა მეფისა და დედოფლისათა. და გული განუწყრა მეფესა.
ესთერისა თავი 7