გამოსლვათა 10:13
12. ჰრქუა უფალმან მოსეს: მიყავ ჴელი შენი ქუეყანასა მაგას ეგჳპტელთასა და აღმოვედინ მკალი ქუეყანასა ზედა და შეჭამოს ყოველი მხალი ნედლი და ყოველივე ნაყოფი ხისა, რომელ დაშთომილ იყოს სეტყჳსაგან13. აღიპყრნა მოსე ჴელნი თჳსნი ზეცად და მიავლინა უფალმან ქარი ბღუარისაჲ ყოველსა მას ზედა ქუეყანასა დღე ყოველ და ღამე ყოველ. განთიადითგან შემწუხრებადმდე და მიცისკრადმდე ქარნი იგი ქროდა და აღმოადინებდა მკალსა.14. და აღავსებდა ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტელთასა და მოაქცია ყოველივე საზღვარი ქუეყანისა ეგჳპტისა მკალმან დიდად ფრიად, რამეთუ არასადა იყო დასაბამითგან აქამომდე.
გამოსლვათა თავი 10