გამოსლვათა 12:15
14. და იყოს სისხლი იგი თქუენდა საჴსენებელად დღესასწაულად ზატიკობისა უფლისა თესლთა მიმართ ყოველთა შჯული სიხარულისა უკუნისამდე თავი დღესასწაულთა მათ წელიწდეულთა.15. შჳდ დღე უფუველი ჭამეთ და პირველით დღითგანვე ბალარჯობათა მათ განაქარვეთ ყოველივე ცომი სახლებისაგან თქუენისა და ყოველმან, რომელმან ჭამოს თბისაგან მფუვილისა, მოსპოლვით მოისპოს იგი კაცი ისრაჱლისაგან პირველით დღითგან დღედმდე, მეშჳდედ.16. რამეთუ დღე იგი პირველი წოდებულ არს წმიდა. და დღე იგი უფლისაჲ წოდებულ არს წმიდა უფლისა, ყოველივე საქმე ხარკით მსახურებისა მათ დღეთა შინა ნუ იქთ, გარნა ერთი იგი საქმე, რომლისა გარეშე არა რაჲ განეგების ყოველსა კაცსა, საქმე ესე ხოლო იქმნებოდენ თქუენდა.
გამოსლვათა თავი 12