გამოსლვათა 14:13
12. არა ესე სიტყუაჲ იყოა, რომელი ვთქუთ შენდა მიმართ ეგჳპტეს შინა, მეტყუელთა: მიტევენ ჩუენ, რათა ვჰმონებდეთ მეგჳპტელთა? რამეთუ უმჯობეს იყო ჩუენდა მონებაჲ მეგჳპტელთაჲ ვიდრე სიკუდილი უდაბნოსა ამას შინა.13. და თქუა მოსე ერისა მიმართ: მინდობილ იყუენით, დეგით და იხილოთ მაცხოვარებაჲ უფლისამიერი, რომელი გიყოს თქუენ დღეს, რამეთუ ვითარ სახედ იხილენით მეგჳპტელნი დღეს, არღა შესძინოთ მერმე ხილვად მათდა საუკუნესა ამსა.14. უფალი ებრძოლოს თქუენ წილ, და თქუენ დუმენით.
გამოსლვათა თავი 14