გამოსლვათა 14:21
20. და შევიდა საშუვალ ბანაკსა მეგჳპტელთასა და საშუვალ ძეთა ისრაჱლისათასა და იყო ალმური და ბნელი, და წარჴდა ღამე, და არა აღერინეს ურთიერთას ყოველსა მის ღამესა.21. ხოლო განირთხა მოსე ჴელი თჳსი ზღუასა ზედა, და მოაწია უფალმან ქარი სამხრისა მაიძულებელი ღამე ყოველ ზღუასა ზედა და ყო ზღუაჲ იგი ჴმელ, და განიპო წყალი.22. და შევიდეს ძენი ისრაჱლისანი შორის ზღუასა ჴმელებრ, და წყალი მათდა ზღუდე მარჯუენით და ზღუდე მარცხენით.
გამოსლვათა თავი 14