გამოსლვათა 16:2
1. ხოლო იტრნეს ელიმით. და მოვიდეს ყოველი შესაკრებელი ძეთა ისრაჱლისათა უდაბნოდ სინდ, რომელ არს შუა ელიმსა და შუა სინასა. ხოლო მეათხუთმეტესა დღესა მეორესა თთუესა გამოსლვისა მათისასა ქუეყანით ეგჳპტით2. დრტჳნვიდა ყოველი შესაკრებელი ძეთა ისრაჱლისათაჲ მოსესთჳს და აჰრონისთჳს,3. და იტყოდეს მათდა მიმართ ძენი ისრაჱლისანი: ჰე, თუმცა მომკუდარ ვიყუენით მოწყლულნი უფლისა მიერ ქუეყანასა შინა ეგჳპტისასა, რაჟამს ვსხედით სიავთა ზედა ჴორცისათა და ვჭამდით პურსა მაძღრივ. რამეთუ გამომიყუანენით ჩუენ უდაბნოსა ამას მოსიკუდიდ სიყმილითა, ყოველი ესე შესაკრებელი.
გამოსლვათა თავი 16