მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოსლვათა 2:10

9. და ჰრქუა მას ასულმან ფარაოჲსმან: დამიმარხე მე ყრმაჲ ესე, აწოებდ მაგას და მე მიგცე სასყიდელი შენი. მიიქუა დედაკაცმან მან ყრმაჲ იგი და აწოებდა მას და, ვითარცა აღორძნდა ყრმაჲ იგი, შეჰგუარა იგი ასულსაა ფარაოსსა.10. და იყო იგი მისსა შვილად და დასდვა სახელი მისი მოსე და თქუა: წყლისაგან გამოვიღე ეგე.11. და იყო, დღეთა მრავალთა განჰმწჳსნა მოსე და განვიდა ძმათა მისთა ძეთა ისრაჱლისათა ხილვად ჭირისათჳს მათისა. და იხილა კაცი ეგჳპტელი, სცემდა რაჲ კაცსა ვისმე ებრაელსა ძმათაგან მისთა, ძეთა ისრაჱლისაგანისა.
გამოსლვათა თავი 2
10. და იყო იგი მისსა შვილად და დასდვა სახელი მისი მოსე და თქუა: წყლისაგან გამოვიღე ეგე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

სააღდგომო ეპისტოლე 1979 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge
ღვთივრჩეულთა ყოვლადსამღვდელო მიტროპოლიტთა, მთავარეპისკოპოსთა, ეპისკოპოსთა, მოძღვართა, ქრისტეს მიერ დიაკონთა, პატიოსან ბერ-მონოზონთა და ყოველთა კურთხეულთა შვილთა მიმართ საქართველოს წმიდა ავტოკეფალური მართლმადიდებელი და სამოციქულო ეკლვსიისათა, მკვიდრთა საქართველოისა და მცხოვრებთა ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ:

...ო, მკვიდრნო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი კურთხეული ივერიისა და მცხოვრებნო ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ!

ჩვენ ვქადაგებთ და აღვიარებთ ქრისტეს, ჯვარცმულსა და აღდგომილს, რომელიც დღეს განსაკუთრებული ძალით მოგვმართავს თითოეულ ჩვენთაგანს, „იქმენ მორწმუნე ვიდრე სიკვდილადმდე და მოგცე შენ გჳრგჳნი იგი ცხორებისაჲ“ (). მაინც რომელ რწმენაზე, რის ერთგულებაზეა აქ ლაპარაკი? უპირველეს ყოვლისა, ღვთიური საწყისის, ქვეყნიერებისა და სამყაროს მმართველი და მფარველი უმაღლესი გონების რწმენაზე, ქრისტიანის სახელის ერთგულებაზე, მშობელი ხალხის და მამულის ერთგულებაზე, იმ ჰუმანური პრინციპების ერთგულებაზე, რომელთაც წმიდა ეკლესია ქადაგებს.

ყველას, ვინც ამ მაღალი იდეალების ერთგულნი ხართ და რომელნიც მიილტვით მათკენ, გულითადად გილოცავთ აღდგომას დაუსაბამო ლოგოსისას, რომელიც მორწმუნეთ „ცხოვრების გვირგვიხით“ ამკობს:

ქრისტე აღდგა!

ამ სიტყვებშია ჭეშმარიტების გამარჯვება! ამ სიტყვებშია საიდუმლო ზეშთაგონება და სასიხარულო მოწოდება, სიყვარულის მისალმება და მშვიდობის წადილი!

ქრისტე აღდგა!

ეს ორი სიტყვა მოიცავს ორთავე სიცოცხლეს, აერთებს ორივე სოფელს, აკავშირებს მიწას ზეცასთან, ქმნილებას - შემოქმედთან; ადამიანს - ღმერთთან!

ქრისტე აღდგა!

ამ სასიხარულო და მადლიან სიტყვებს...

სრულად ნახვა