მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოსლვათა 20:10

9. ექუსთა დღეთა იქმოდე და ჰქმნე ყოველნი საქმენი.10. ხოლო დღე მეშჳდე შაბათი არს უფლისა, ღმრთისა შენისა, არა ჰქმნე მას შინა ყოველი საქმე შენ და ძემან შენმან და ასულმან შენმან და მონამან შენმან და მჴევალმან შენმან, ჴარმან შენმან და კარაულმან შენმან და ყოველმან საცხოვარმან შენმან და მწირმან, რომელი მკჳდრ არს შენ შორის.11. რამეთუ ექუსთა დღეთა შინა შექმნა უფალმან ცა და ქუეყანაჲ და ზღუაჲ და ყოველნი მას შინანი და განისუენა დღესა მეშჳდესა. ამისთჳს აკურთხა უფალმან დღე მეშვიდე და წმიდა-ყო იგი.
გამოსლვათა თავი 20
10. ხოლო დღე მეშჳდე შაბათი არს უფლისა, ღმრთისა შენისა, არა ჰქმნე მას შინა ყოველი საქმე შენ და ძემან შენმან და ასულმან შენმან და მონამან შენმან და მჴევალმან შენმან, ჴარმან შენმან და კარაულმან შენმან და ყოველმან საცხოვარმან შენმან და მწირმან, რომელი მკჳდრ არს შენ შორის.
სიტყვა თქმული ქუთაისის საკათედრო ეკკლესიაში
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მოიხსენე დღე იგი შაბათი, და წმინდა ჰყავ იგი.

ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! როდესაც კვირა დღეს მოვდივარ საღვთო ლიტურღიის შესასრულებლად წმიდასა ამას ეკლესიასა შინა, და გაუსწორდები ეკლესიის შესავალ კარებს, მაშინ გავიხედავ მარცხნივ, საიდანაც ისმის უშვერი ყვირილი მოვაჭრეთა, ათასობით სხვა და სხვა სოფლებიდგან მოსულთა და აქაურთა მცხოვრებთაცა, რომელთა დაუვიწყნიათ ზემო მოყვანილი მეოთხე მცნება: წმინდა ჰყავ დღ იგი, და რომელნი შეაგინებენ მეშვიდესა ამას წმინდასა დღესა ღვთისასა. სამწუხარო არის ამის ხილვა! მწუხარებით შევდივარ ეკლესიაში ლიტურღიის აღსასრულებლად. აქ ჩვენ, მორწმუნენი და ღვთის მმოსავნი, ვასრულებთ და ვისმენთ წმიდასა წირვასა და ღვთის სიტყვასა, ვაქებთ, ვადიდებთ და ვმადლობთ ღმერთსა; ხოლო თითქმის აქვე, მახლობლად წმიდისა ეკკლესიისა, არის ერთი შფოთი, ყვირილი, ერთმანეთის მოტყუება, ხშირად ქურდობაცა, რომელნი წმიდასა დღესა შეჰბღალავენ და ყოველს სხვა უბრალო დღეებზედ უარესად გამოაჩენენ. კვალად ვიტყვი: სამწუხაროა ამის ხილვა! ვისაც ჩვენს შორის მცირედი სიყვარული აქვს ჩვენი სჯულისა და ერთგულება ღვთისა, იმას არ შეუძლიან არ შესწუხდეს გულითა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის