გამოსლვათა 23:15
14. სამთა ჟამთა წელიწადისათა იდღესასწაულოთ ჩემდა.15. დღესასწაული უცომოთაჲ დაიმარხეთ, შჳდთა დღეთა შჭამდეთ უცომოსა ვითარ-იგი გამცენ შენ ჟამსა თთჳსა ახალთაჲსასაჲ, რამეთუ მას შინა გამოხუედ ეგჳპტით. არა მეჩუენო ცალიერი წინაშე ჩემსა.16. და დღესასწაული მკისა პირველისა ნაშრომთასაჲ ჰყო საქმეთა შენთა, რომელნიცა სთესნე აგარაკსა შენსა და დღესასწაული დასასრულისაჲ განსლვასა წელიწდისასა, შეკრებასა საქმეთა შენთასა აგარაკისაგან შენისა.
გამოსლვათა თავი 23