გამოსლვათა 29:21
20. და დაჰკლა იგი და მოიღო სისხლისაგან მისისა და სცხო ცმელსა აჰრონის ყურისასა მარჯუენესა, და მწუერვალთა ჴელისა მარჯუენისათა და მწუერვალთა ფერჴისა მარჯუენისათა და ცმელსა ყურისასა ძეთა მისთასა მარჯუენესა და მწუერვალთაჲ ჴელთა მათთა მარჯუენეთასა, და მწუერვალთა ფერჴთა მათთა მარჯუენეთასა, აპკურო სისხლი საკურთხეველსა.21. და მოიღო სისხლთაგან საკურთხეველისა და ზეთისაგან საცხებელისა, და აპკურო აჰრონს ზედა და შესამოსელსა მისსა ზედა და ძეთა ზედა მისთა და შესამოსელსა ზედა ძეთა მისთასა მის თანა, და განწმიდნეს იგი და სამოსელი მისი და ძენი მისნი და სამოსელნი ძეთა მისთა მის თანა, ხოლო სისხლი ვერძისა მოჰღუარო საკურთხეველსა ზედა გარემოჲს.22. და მოიღო ვერძისაგან ცმელი მისი და ცმელი დამფარველი მუცლისაჲ და ყური ღჳძლისა და ორნი თირკუმელნი და მათ ზედა ცმელი და მარჯუენე მჴარი, რამეთუ განსრულებაჲ არს მისი.
გამოსლვათა თავი 29