გამოსლვათა 3:11
10. აწ უკუე მოვედ და მიგავლინო შენ ფარაოჲსა, მეფისა მის ეგჳპტელთასა, და გამოიყუანო ერი ჩემი - ძენი ისრაჱლისანი - ქუეყანით ეგჳპტით.11. და ჰრქუა მოსე ღმერთსა: ვინ ვარ მე, რამეთუ მივიდე ფარაოჲსა მეფისა მის ეგჳპტისა და გამოვიყუანნე ძენი ისრაჱლისანი ქუეყანით ეგჳპტით?12. ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა, ვითარმედ: მე ვიყო შენ თანა და ესე იყავნ სასწაულად შენდა, რამეთუ მე მიგავლინო შენ, რათა გამოიყვანო ერი ჩემი ქუეყანით ეგჳპტით და ჰმსახურებდენ ღმერთსა მთასა ამას ზედა.
გამოსლვათა თავი 3