გამოსლვათა 34:29
28. და იყო მუნ მოსე წინაშე უფლისა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე. პური არა ჭამა და წყალი არა სუა და აღწერნა სიტყუანი ესე სჯულისანი ფიცართა ათნი იგი სიტყუანი.29. და ვითარცა გარდამოვიდა მოსე მთისა მისგან სინაჲსა, და ორნი ფიცარნი იგი ჴელთა შინა მოსესთა და გარდამო-რა-ჰჴდა მიერ მთით მოსე, არა უწყოდა, რამეთუ დიდებულ იყო ფერი პირისა მოსესი სიტყჳთა მით მისითა ღმრთისა მიმართ.30. და იხილა აჰრონ და ყოველთა ძეთა ისრაჱლისათა მოსე. და იყო დიდებულ წინაშე ფერი პირისა მოსესი. და შეეშინა მიახლებად მისა.
გამოსლვათა თავი 34