გამოსლვათა 37:16
15. და ქმნა ორნი უღელნი ძელთაგან ულპოლველთა და შემოსნა იგინი ოქროჲთა აღსაღებელად ტაბლასა.16. (38,12) და ქმნა სასანოვაგე იგი ჭურჭელი ტაბლისაჲ მის, პინაკები იგი, და ფიალები და ფეშხუნები, და გოვზაკები, რომლითა შეწირეს მით ყოველი, ოქროჲთა წმიდითა.17. (38,13) და ქმნა სასანთლე იგი, რომელი ენთებოდის (მყარი ოქროჲსა (38,14), ჴერი იგი და რტონი ორკერძოვე გვერდით მისით (38,15) მისგანვე რტოთა მისთა გამომცენარედ გამომატებულ, სამნი ამიერ და სამნი იმიერ განსწორებულ ურთიერთას. (38,16) და სასანთლენი მათნი, რომელნი დგენ მწუერვალთა მათთანი გველისსახედ მათგანვე და დასადგმელნი მათგანვე, რათა იყუნენ სანთელნი იგი მათ ზედა და დასადგმელი მეშჳდე ზედა წუერსა სანთლისასა თხემსა ზედა კერძო მყარი ყოვლად ოქროჲსაჲ (38,17) და შჳდნი სანთელნი მისნი მას ზედა - ოქროჲსანი და მარწუხნი მისნი - ოქროჲსანი), ოქროჲ წმიდაჲ ოფაზი ქმნა სასანთლე, ბუნი და ჴერი მისი ყვავილედად აღმოკვეთილად, და ბირთვი და შროშანნი მისნი გამოზიდვით მისგანვე.
გამოსლვათა თავი 37