გამოსლვათა 37:2
1. და ქმნა ბესელიელ კიდობანი იგი სჯულისაჲ ძელთაგან ულპოლველთა, ორ წყრთა, და კერძო - სიგრძე მისი, და წყრთა და კერძო - სივრცე მისი, და წყრთა და კერძო - სიმაღლე მისი. და შემოსა იგი ოქროჲთა წმიდითა შინათ და გარეთ.2. და აქმნა მას კიდენი ოქროჲსანი გარემოჲს.3. და უქმნა მას დასხმითნი ოთხნი გრკალნი ოქროჲსანი ოთხთავე კიდეთა მისთა: ორი - ერთ კერძო და ორი - ერთ კერძო სივრცისაებრ მათ განსაცმელთასა, რათა აღიღოდიან იგი მით.
გამოსლვათა თავი 37