გამოსლვათა 38:24
23. და ელიაბ, ძე აქისმაქისი, ტომისაგან დანისა, რომელი ხუროთმოძღურებდა ქსოვილსა მას, და ნემსულსა და ჭრელსა ქსოვად მეწამულსა და ზეზსა.24. ყოველი ოქროჲ, რომელი შეემსახურა საქმესა მას ყოვლისა მისებრ საქმისა წმიდათასა, იყო ოქროჲ მის შესაწირავისაჲ ოცდაცხრა ქანქარი და შვიდას და ოცდაათ სიკილა სიკილითა მით წმიდითა.25. და ვეცხლი შეწირული აღრაცხილთა მათგან კაცთა კრებულისათა (ასი ქანქარი და ათას შვიდას და სამეოცდაათხუთმეტ სიკილა დიდრაჰქმაჲ ერთი, თავად-თავად ნაზოგალი სიკილისაჲ, სიკილითა მით წმიდითა), ყოველი, რომელი წარმოვიდოდა ახილვასა მას, ოცის წლითგან და უზეშთაესი ექუსასი ბევრისა სამ ათას ხუთას ერგასის.
გამოსლვათა თავი 38