მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოსლვათა 4:1

1. მიუგო მოსე და ჰრქუა: უკუეთუ არა ჰრწმენეს ჩემი, არცა ისმინონ ჴმისა ჩემისა, რამეთუ მრქუან, ვითარმედ: არა გეჩუენა შენ ღმერთი, რაჲ ვჰრქუა მათ?2. ჰრქუა მას უფალმან: რაჲ არს ესე ჴელსა შენსა? ხოლო მან თქუა: კუერთხი.
გამოსლვათა თავი 4
1. მიუგო მოსე და ჰრქუა: უკუეთუ არა ჰრწმენეს ჩემი, არცა ისმინონ ჴმისა ჩემისა, რამეთუ მრქუან, ვითარმედ: არა გეჩუენა შენ ღმერთი, რაჲ ვჰრქუა მათ?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 10
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. უფლის შეწევნა მიტოვებულ მოციქულს:

...მოციქულებს ყველაფერი არ შეეძლოთ, ან ყველაფერი მადლით არ განეგებულებოდათ, რათა ვინმეს ისინი იმაზე მეტად არ შეერაცხა, ვიდრე ხედავდა. ამას ვხედავთ იმ ნეტარ მართლებთანაც, რომლებიც მათზე ადრე იყვნენ, როგორც მოსესთან: იგი, როგორც წერილია, იყო „ჴმაწულილ და ენამძიმე“ (); რატომ არ შეუცვალა მას ეს ხმის სისუსტე? ხშირად მწუხარებისა და გულმოკლულობისგან ირყეოდა; აღთქმის მიწაზე კი არ შესულა.

3. მოციქულთა უძლურება და მადლის ნუგეში

რამეთუ ღმერთი ბევრ რამეს უშვებდა, რათა გამოჩენილიყო ადამიანური ბუნების უძლურება. თუ ამ ყოველივეს შემდეგაც კი უგრძნობელი იუდეველები ამბობდნენ: „კაცსა მას მოსეს, რომელმან გამომიყვანა ჩუენ ქუეყანით ეგჳპტით, არა ვიცით, რაჲ შეემთხჳა მას“ (), თუნდაც მას ისინი აღთქმის ქვეყანაში შეეყვანა, რაღას აღარ ჩაიდენდნენ? ღმერთს რომ არ დაეშვა, ფარაონის შიშს მასზე ძალა ჰქონოდა, განა ღმერთად არ ჩათვლიდნენ მას? ასევე ვხედავთ...

სრულად ნახვა