გამოსლვათა 7:20
19. ჰრქუა უფალმან მოსეს: არქუ აჰრონს, ძმასა შენსა: მოიღე კუერთხი ეგე შენი და განირთხ წყალთა ზედა ეგჳპტისათა და მდინარეთა ზედა მათთა და გამოსადინელსა წყალთა მათთასა. და იყუნენ სისხლ. და იყოს სისხლ ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა ხეთა და ქვათა.20. და ყვეს ეგრე მოსე და აჰრონ, ვითარცა უბრძანა მათ უფალმან და განიპყრა აჰრონ კუერთხი იგი მისი და სცა წყალსა მას მდინარისა წინაშე ფარაოჲსა და წინაშე მსახურთა მისთა. და გარდაიქცეს ყოველნი წყალნი მდინარისანი სისხლად.21. და თევზნი იგი მდინარისანი მოსწყდეს და დაყროლდა მდინარე იგი და ვერ ეძლო ეგჳპტელთა მათ წყალი იგი მდინარისა მის სუმად. და იყო სისხლი ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა.
გამოსლვათა თავი 7