გამოსლვათა 8:22
21. უკუეთუ არა ინებო გამოვლინება ერისა ჩემისა, აჰა ეგერა, მოვავლინო შენ ზედა და მსახურთა შენთა ზედა და ზედა ერსა შენსა და ყოველსა ზედა სახლებსა თქუენსა ძაღლის მწერი. და აღივსოს ძაღლის მწერითა ყოველივე სახლები ეგჳპტელთა და ქუეყანასა მას, რომელსა იყვნენ იგინი მას ზედა.22. და საკჳრველ-ვყო ქუეყანაჲ იგი გესემი მას დღესა შინა, რომელსა-იგი ერი ჩემი დაშენებულ არს მუნ, რამეთუ მუნ არა იყოს ძაღლის მწერი იგი, რათა ცნან, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი ყოვლისა ქუეყანისა.23. და დავდვა სარიდებელი შორის ერსა ჩემსა და შორის ერსა შენსა. და ხვალე იყოს სასწაული ესე ქუეყანასა მაგას ზედა.
გამოსლვათა თავი 8