მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოცხადებაჲ იოვანესი 1:16

15. და ფერჴნი მისნი მსგავს იყვნეს რვალსა გუნდრუკსა, ვითარცა ცეცხლსა შინა გამოჴურვებულნი, და ჴმაჲ მისი, ვითარცა ჴმაჲ წყალთა მრავალთაჲ.16. და მარჯუენესა ჴელსა მისსა აქუნდეს ვარსკულავნი შჳდნი, და პირისა მისისაგან გამოვიდოდა მახჳლი ორპირი აღლესული; და პირი მისი, ვითარცა მზე, ბრწყინავს ძალითა თჳსითა.17. და რაჟამს ვიხილე იგი, დავვარდი ფერჴთა თანა მისთა, ვითარცა მკუდარი. და დადვა მან მარჯუენე მისი ჩემ ზედა და თქუა: ნუ გეშინინ, მე ვარ პირველი და უკუანაჲსკნელი;
გამოცხადებაჲ იოვანესი თავი 1
16. და მარჯუენესა ჴელსა მისსა აქუნდეს ვარსკულავნი შჳდნი, და პირისა მისისაგან გამოვიდოდა მახჳლი ორპირი აღლესული; და პირი მისი, ვითარცა მზე, ბრწყინავს ძალითა თჳსითა.
წიგნი 1
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ. (1ა) გამოცხადებაჲ იესუ ქრისტჱსი, რომელი მოსცა მას ღმერთმან ჩუენებად მონათა მისთა საქმეთაჲ მათ, რომელთაჲ ჯერ-არს ადრე აღსრულებაჲ.

თარგმანი. გამოცხადებაჲ არს დაფარულთა საიდუმლოთა ჩუენებაჲ, რაჟამს განათლდეს გონებაჲ გინა თუ საღმრთოჲთა სიზმრითა, გინა თუ განცხადებულითა ხილვითა. ხოლო იტყჳს, ვითარმედ: მოსცა ქრისტეს ღმერთმან; ამას კაცობრივ იტყჳს ბუნებისა მისისათჳს, რომელი კაცთაგან მიიღო. ხოლო მონათა მისთაო, რაჲთა აჩუენოს დიდებულებაჲ ქრისტჱს ღმრთეებისაჲ. რამეთუ მონად მისა უწოდა ანგელოზთა, რომელნი მის მიერ გულისჴმა-ჰყოფდეს და უჩუენებდეს საქმეთა მათ, რამეთუ ადრე ჯერ-არს აღსრულებაჲ ესე, ამისთჳს რამეთუ რომელნიმე შემდგომად მცირედისა ჟამისა იქმნეს ხილვისა ამის, და კუალად რომელნიმე იგი უკუანაჲსკნელ იქმნებიან, იგინიცა ადრე ყოფად არიან. რამეთუ ათასი წელი წინაშე ღმრთისა, ვითარცა გუშინდელი დღეჱ ეგრჱთ შერაცხილ არს.

მოციქულისაჲ. (1ბ) და გამოუცხადა მოვლინებითა ანგელოზისა მისისაჲთა მონასა მისსა იოვანეს, (2) რომელმანცა წამა სიტყუაჲ ღმრთისაჲ და წამებაჲ იესუჲსი, რაოდენიცა იხილა და რომელი არს და რომელსა ეგულების ყოფად.

თარგმანი. ესრჱთ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის