მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოცხადებაჲ იოვანესი 10:7

6. და ფუცა მისა, რომელი-იგი ცხოველ არს უკუნითი უკუნისამდე, რომელმან დაჰბადა ცაჲ და რაჲ არს მას შინა, და ქუეყანაჲ და რაჲ არს მას შინა, და ზღუაჲ და რაჲ არს მას შინა, ვითარმედ: ჟამი არღა იყოს.7. არამედ დღეთა მათ ჴმისა მეშჳდისა ანგელოზისა, რომელსა ეგულების დაცემად საყჳრისა, და აღესრულა საიდუმლოჲ ღმრთისაჲ, ვითარცა ახარა მონათა თჳსითა წინაჲსწარმეტყუელთა.8. და ჴმაჲ იგი, რომელი მესმა პირველ, კუალად მეტყოდა მე, ვითარმედ: წარვედ და აღიღე წიგნი იგი განღებული ჴელთა შინა ანგელოზისა მის, მდგომარისა ზღუასა ზედა და ჴმელსა.
გამოცხადებაჲ იოვანესი თავი 10
7. არამედ დღეთა მათ ჴმისა მეშჳდისა ანგელოზისა, რომელსა ეგულების დაცემად საყჳრისა, და აღესრულა საიდუმლოჲ ღმრთისაჲ, ვითარცა ახარა მონათა თჳსითა წინაჲსწარმეტყუელთა.
წიგნი 10
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ. (1) და ვიხილე ანგელოზი ძლიერი, გარდამომავალი, და ემოსა ღრუბელი; და ირისჱ, რომელ არს ბერძლებრ მშჳლდი ცისაჲ, იგი იყო თავსა ზედა მისსა; და პირი მისი, ვითარცა მზჱ, და ფერჴნი მისნი, ვითარცა სუეტნი ცეცხლისანი.

თარგმანი. ისე ანგელოზი არს წმიდაჲ; ხოლო ღრუბელი, რომელი ემოსა, და ცისა მშჳლდი შუენიერებისა მისისა სახჱ არს და თითო-ფერთა სათნოებათაჲ. ხოლო ცეცხლისა ფერჴნი საშინელებისა და ცოდვილთა ტანჯვისა სახჱ არს, რომელნიცა ჴმელსა ზედა არიან, ანუ თუ ჭალაკთა ზღჳსათა. ამისთჳსცა ერთი ფერჴი ზღუასა ზედა დადვა და ერთი _ ქუეყანასა ზედა, რაჲთა უშჯულონი ტანჯნეს.

მოციქულისაჲ. (2) და აქუნდა ჴელთა მისთა წიგნი განღებული. და დადვა ფერჴი მისი მარჯუენჱ ზღუასა შინა და მარცხენე -_ ქუეყანასა ზეთა. (3) და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა, ვითარცა ლომი რაჲ ყჳრინ. და რაჟამს ჴმა-ყო, თქუნეს შჳდთა ქუხილთა ჴმანი მათნი.

თარგმანი. რიგნი იგი მცირჱ იყო, რომელსა შინა წერილ იყვნეს ბოროტთა კაცთა საქმენი. ხოლო ჴმაჲ ანგელოზისაჲ, ლომისა ყჳრილსა მიმსგავსებული, საშინელებასა მისსა აჩუენებს. და შჳდნი იგი ქუხილნი შჳდნი ანგელოზნი არიან, რომელთა თქუეს მომავალთა მათთჳს საქმეთა,...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის