მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოცხადებაჲ იოვანესი 11:13

12. და მესმა ჴმაჲ დიდი ზეცით, რომელი ეტყოდა მათ: აღმოვედით აქა! და აღვიდეს ზეცად ღრუბლითა. და იხილნეს იგინი მტერთა მათთა.13. მას დღესა შინა იქმნა ძრვაჲ დიდი, და მეათედი ქალაქისაჲ დაეცა, და მოსწყდეს ძრვისა მისგან კაცნი შჳდ ათასნი, და სხუანი იგი შეშინებულ იქმნეს და მისცეს დიდებაჲ ღმერთსა ცათასა.14. ვაებაჲ იგი მეორე წარჴდა, და აჰა ესერა ვაებაჲ იგი მესამე მოვალს ადრე.
გამოცხადებაჲ იოვანესი თავი 11
13. მას დღესა შინა იქმნა ძრვაჲ დიდი, და მეათედი ქალაქისაჲ დაეცა, და მოსწყდეს ძრვისა მისგან კაცნი შჳდ ათასნი, და სხუანი იგი შეშინებულ იქმნეს და მისცეს დიდებაჲ ღმერთსა ცათასა.
წიგნი 11
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ. (1) და მომეცა მე ლერწამი, მსგავსი კუერთხისაჲ, და მრქუს მე: აღდეგ და განზომჴ ტაძარი ღმრთისაჲ და საკურთხეველი და თაყუანის-მცემელნი მას შინა. (2ა) და ეზოჲ იგი, რომელ არს გარეგან ტაძრისა, განაგდე იგი გარე და ნუ განჰზომ, რამეთუ მიეცა წარმართთა.

თარგმანი. ამის ლერწმისა მიერ გულისჴმა-ვჰყოფთ, ვითარმედ ყოვვლივე ზეცათა საქმჱ გულისჴმის-საყოფელი არს, რომელნი-იგი ჩუენ თანა უსულო არიან, ტაძარი გინა თუ საკურთხეველი, თუ არა, ვითარ აქაცა ლერწამი იგი ეტყოფა მას, თუ: აღდეგ და განზომეო. ამისთჳს ვიტყჳთ, ვითარმედლერწმად თქუა გულისჴმის-ყოფაჲ იგი ანგელოზებრი, რომელი მიეცა მას საზომისაებრ მისისა. ხოლო. ტაძარი ღმრთისაჲ არს ეკლესიაჲ, სადა-იგი შეიწირვიან სიტყჳერნი მსხუერპლნი ღმრთისა, და თაყუანის-სცემენ თაყუანის-მცემელნჲ იგი სულითა და ჭეშმარიტებითა. ხოლო ეზოჲ გარეგანი წარმართთა და ჰურიათა კრებულსა იტყჳს, რომელი არა ღირს არს წმიდათა თანა აღრიცხუვად. ხოლო დათრგუნვაჲ ქალაქისა წმიდისაჲ წარმართთა მიერ არს ანტჱს მოსლვისათჳს, რომელმან ორმეოც და ორსა მას თთუესჲ დევნნეს წმიდანი და დათრგუნოს წმიდაჲ ეკლესიაჲ.

მოციქულისაჲ. (2ბ) და ქალაქი იგი წმიდაჲ...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის