მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოცხადებაჲ იოვანესი 11:9

8. და მძორები მათი უბანთა ზედა ქალაქისა მის დიდისათა, რომელსა ეწოდების სულიერად სოდომი და ეგჳპტე, სადა-იგი უფალი მათი ჯუარს-ეცუა.9. და იხილონ ერთა და ტომთა და ენათა და წარმართთა მძორები მათი სამ დღე და ნახევარ, და არა უტეონ მძორებსა მათსა დადებად სამარებსა შინა.10. და მკჳდრთა ქუეყანისათა განიხარონ მათ ზედა და იშუებდენ და ძღუენი მისცენ ურთიერთას, რამეთუ ამათ ორთა წინაჲსწარმეტყუელთა ტანჯნეს მკჳდრნი ქუეყანისანი.
გამოცხადებაჲ იოვანესი თავი 11
9. და იხილონ ერთა და ტომთა და ენათა და წარმართთა მძორები მათი სამ დღე და ნახევარ, და არა უტეონ მძორებსა მათსა დადებად სამარებსა შინა.
წიგნი 11
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ. (1) და მომეცა მე ლერწამი, მსგავსი კუერთხისაჲ, და მრქუს მე: აღდეგ და განზომჴ ტაძარი ღმრთისაჲ და საკურთხეველი და თაყუანის-მცემელნი მას შინა. (2ა) და ეზოჲ იგი, რომელ არს გარეგან ტაძრისა, განაგდე იგი გარე და ნუ განჰზომ, რამეთუ მიეცა წარმართთა.

თარგმანი. ამის ლერწმისა მიერ გულისჴმა-ვჰყოფთ, ვითარმედ ყოვვლივე ზეცათა საქმჱ გულისჴმის-საყოფელი არს, რომელნი-იგი ჩუენ თანა უსულო არიან, ტაძარი გინა თუ საკურთხეველი, თუ არა, ვითარ აქაცა ლერწამი იგი ეტყოფა მას, თუ: აღდეგ და განზომეო. ამისთჳს ვიტყჳთ, ვითარმედლერწმად თქუა გულისჴმის-ყოფაჲ იგი ანგელოზებრი, რომელი მიეცა მას საზომისაებრ მისისა. ხოლო. ტაძარი ღმრთისაჲ არს ეკლესიაჲ, სადა-იგი შეიწირვიან სიტყჳერნი მსხუერპლნი ღმრთისა, და თაყუანის-სცემენ თაყუანის-მცემელნჲ იგი სულითა და ჭეშმარიტებითა. ხოლო ეზოჲ გარეგანი წარმართთა და ჰურიათა კრებულსა იტყჳს, რომელი არა ღირს არს წმიდათა თანა აღრიცხუვად. ხოლო დათრგუნვაჲ ქალაქისა წმიდისაჲ წარმართთა მიერ არს ანტჱს მოსლვისათჳს, რომელმან ორმეოც და ორსა მას თთუესჲ დევნნეს წმიდანი და დათრგუნოს წმიდაჲ ეკლესიაჲ.

მოციქულისაჲ. (2ბ) და ქალაქი იგი წმიდაჲ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის