მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოცხადებაჲ იოვანესი 12:13

12. ამისათჳს იხარებდით ცანი და ყოველნი დამკჳდრებულნი მას შინა. ვაჲ არს ქუეყანისა და ზღჳსა, რამეთუ გარდამოჴდა ეშმაკი თქუენდა მომართ სავსე გულისწყრომითა დიდითა, რამეთუ უწყის, ვითარმედ მცირედი ჟამი უც მას.13. და რაჟამს იხილა ვეშაპმან მან, ვითარმედ გარდამოვარდა ქუეყანად, დევნა-უყო დედაკცსა მას, რომელმან შვა ძჱ იგი წული.14. და მიეცნეს დედაკაცსა მას ორნი ფრთენი არწივისა მის დიდისანი, რაჲთა ფრინვიდეს უდაბნოდ ადგილსა მისსა, რაჲთა გამოიზარდოს მუნ წელსა და წელთა და კერძოსა წელიწდისასა პირისაგან გუელისა მის.
გამოცხადებაჲ იოვანესი თავი 12
13. და რაჟამს იხილა ვეშაპმან მან, ვითარმედ გარდამოვარდა ქუეყანად, დევნა-უყო დედაკცსა მას, რომელმან შვა ძჱ იგი წული.
წიგნი 12
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ. (1) და სასწაული დიდი გამოჩნდა ცათა შინა: დედაკაცი, რომელსა ემოსა მზჱ, და მთოვარჱ იყო ქუეშე ფერჴთა მისთა, და თავსა ზედა მისსა გჳრგჳნი ვარსკულავთა ათორმეტთაჲ.

თარგმანი. დედაკაცი ესე, რომელსა ემოსა მზჱ, არს ეკლესიაჲ, რომელსა ჰმოსიეს მზჱ იგი სიმართლისაჲ _ ქრისტე. და გჳრგჳნი ათორმეტთა მათ მოციქულთა სწავლისაჲ არქჳა თავსა ზედა მისსა. და სარწმუნოებაა არს ქუეშე მისსა, რომლისა სახჱ არს მთოვარჱ, რამეთუ ნოტია არს ყოვლითურთ ბუნებაჲ მისი. და ამისთჳს სახჱ არს ნათლის-ღებისაჲ, რომელი-იგი ზღუად წოდებულ არს, ნათელ-ღებულთა მათ განმბანელ და ეშმაკთა დამთქმელ.

მოციქულისაჲ. (2) და მუცლად-ეღო და ღაღადებდა, რამეთუ ელმოდა და იგუემებოდა შობად.

თარგმანი. ყოველსავე ზედა კაცსა, რომელსა ეგულებოდის შობად წყლისაგან და სულისა, ელმის ეკლესიასა და იჭირვის, ვიდრემდე გამოჩნდეს ქრისტე შობადსა მას ზედა, და იქმნას მშჳნვიერი იგი სულიერ და შეიმოსოს ხატი იგი პირველი. მოცჲქულისაჲ.

(3) და იხილვა სხუაჲ სასწაული ცათა შინა. და აჰა ვეშაპი ცეცხლისაჲ დიდი, რომელსა ედგნეს შჳდნი თავნი. და ათნი რქანი, და თავთა მისთა ზედა შჳდნი გჳრგჳნნი.

თარგმანი. სად ამას...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის