მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოცხადებაჲ იოვანესი 13:1

1. და დავდეგ მე ქჳშასა ზედა ზღჳსასა და ვიხილე მჴეცი ერთი აღმომავალი ზღჳთ, რომელსა აქუნდეს ათნი რქანი და შჳდნი თავნი, და რქათა ზედა მისთა ათნი გჳრგჳნნი, და თავთა ზედა მისთა სახელნი გმობისანი.2. და მჴეცი იგი, რომელ ვიხილე, იყო მსგავსი ვეფხისაჲ, და ფერჴნი მისნი, ვითარცა დათჳსანი, და პირი მისი, ვითარცა პირი ლომისაჲ. და მისცა მას ვეშაპმან მან ძალი თჳსი და საყდარი თჳსი და ჴელმწიფებაჲ დიდი.
გამოცხადებაჲ იოვანესი თავი 13
1. და დავდეგ მე ქჳშასა ზედა ზღჳსასა და ვიხილე მჴეცი ერთი აღმომავალი ზღჳთ, რომელსა აქუნდეს ათნი რქანი და შჳდნი თავნი, და რქათა ზედა მისთა ათნი გჳრგჳნნი, და თავთა ზედა მისთა სახელნი გმობისანი.
წიგნი 13
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ. (1) დავდეგ მე ქჳშასა ზედა ზღჳსასა და ვიხილე მჴეცი აღმომავალი ზღჳთ, რომელსა აქუნდეს რქანი ათნი და თავნი შჳდნი და რქათა მისთა ზედა ათნი გჳრგჳნნი და თავთა მისთა ზედს სახელნი გმობისანი.

თარგმანი. ესე მჴეცი არს ანტჱ, აღმომავალი მრავალ-ღელვისა მის ამის სოფლისა ზღჳსაგან. ხოლო თავნი და გჳრგჳნნი და რქანი მისნი სასწაულნი არიან ეშმაკისა მიმართ ერთობისა მისისათჳს, რამეთუ ესე ყოველი ეშმაკისათჳსცა თქუმულ არს პირველ. ხოლო თავთა ზედა მისთა გმობისა იგი სახელნი მთავარნი იგი და ჴელმწიფენი მისისა ბრძანებისა მოსწრაფედ აღმასრულებელნი არიან.

მოციქულისაჲ. (2ა) და მჴეცი იგი, რომელი ვიხილე, იყო მსგავსი ვეფხისაჲ, და ფერჴნი მისნი, ვითარცა დათჳსანი, და პირი მისი, ვითარცა პირი ლომისაჲ.

თარგმანი. ვეფხა სახჱ არს ბერძენთა მეფობისაჲ, ხოლო დათჳ _ სპარსთაჲ და ლომი _ ბაბილონელთაჲ. და ესე ყოველი მიიღოს ანტე ბოროტმან, რამეთუ ვითარცა ბერძენთა მეფჱ მოვიდეს და ესე ყოველი შეიპყრას.

მოციქულისაჲ. (2ბ) და მისცა მას ვეშაპმან ძალი თჳსი და საყდარი თჳსი და ჴელმწიფებაჲ დიდი.

თარგმანი. რამეთუ მისცეს ეშმაკმან ანტეს ყოველივე ძალი თჳსი უცნებათათჳს სასწაულთაჲსა,...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის