მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოცხადებაჲ იოვანესი 13:4

3. და ერთი თავთა მისთაგანი, რომელი-იგი დაკლულ იყო სიკუდილდ, და წყლულებაჲ იგი სიკუდილისა მისისაჲ განიკურნა. და დაუკჳრდა ყოველსავე ქუეყანასა მჴეცისა მისთჳს.4. და თაყუანის-სცეს ვეშაპსა მას, რომელმანცა მისცა ჴელმწიფებაჲ იგი მჴეცსა მას; და თაყუანის-სცეს მჴეცსა და იტყოდეს: ვინ არს მსგავს მჴეცისა მის? ვინ შემძლებელ არს ბრძოლად მისა?5. და მიეცა მას პირი დიდადმეტყუელი და მგმობარი, და მიეცა მას ჴელმწიფებაჲ ყოფად ბრძოლისა ორმეოც და ორ თთუე.
გამოცხადებაჲ იოვანესი თავი 13
4. და თაყუანის-სცეს ვეშაპსა მას, რომელმანცა მისცა ჴელმწიფებაჲ იგი მჴეცსა მას; და თაყუანის-სცეს მჴეცსა და იტყოდეს: ვინ არს მსგავს მჴეცისა მის? ვინ შემძლებელ არს ბრძოლად მისა?
წიგნი 13
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ. (1) დავდეგ მე ქჳშასა ზედა ზღჳსასა და ვიხილე მჴეცი აღმომავალი ზღჳთ, რომელსა აქუნდეს რქანი ათნი და თავნი შჳდნი და რქათა მისთა ზედა ათნი გჳრგჳნნი და თავთა მისთა ზედს სახელნი გმობისანი.

თარგმანი. ესე მჴეცი არს ანტჱ, აღმომავალი მრავალ-ღელვისა მის ამის სოფლისა ზღჳსაგან. ხოლო თავნი და გჳრგჳნნი და რქანი მისნი სასწაულნი არიან ეშმაკისა მიმართ ერთობისა მისისათჳს, რამეთუ ესე ყოველი ეშმაკისათჳსცა თქუმულ არს პირველ. ხოლო თავთა ზედა მისთა გმობისა იგი სახელნი მთავარნი იგი და ჴელმწიფენი მისისა ბრძანებისა მოსწრაფედ აღმასრულებელნი არიან.

მოციქულისაჲ. (2ა) და მჴეცი იგი, რომელი ვიხილე, იყო მსგავსი ვეფხისაჲ, და ფერჴნი მისნი, ვითარცა დათჳსანი, და პირი მისი, ვითარცა პირი ლომისაჲ.

თარგმანი. ვეფხა სახჱ არს ბერძენთა მეფობისაჲ, ხოლო დათჳ _ სპარსთაჲ და ლომი _ ბაბილონელთაჲ. და ესე ყოველი მიიღოს ანტე ბოროტმან, რამეთუ ვითარცა ბერძენთა მეფჱ მოვიდეს და ესე ყოველი შეიპყრას.

მოციქულისაჲ. (2ბ) და მისცა მას ვეშაპმან ძალი თჳსი და საყდარი თჳსი და ჴელმწიფებაჲ დიდი.

თარგმანი. რამეთუ მისცეს ეშმაკმან ანტეს ყოველივე ძალი თჳსი უცნებათათჳს სასწაულთაჲსა,...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის