მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოცხადებაჲ იოვანესი 14:16

15. და სხუაჲ ანგელოზი გამოვიდა ტაძრისაგან და ჴმა-უყო ჴმითა დიდითა მჯდომარესა მას ღრუბელსა ზედა: მიყავ მანგალი ეგე შენი და მომკე, რამეთუ მოვიდა ჟამი მკისაჲ, და განჴმა სამკალი იგი ქუეყანისაჲ.16. და მიყო მჯდომარემან მან ღრუბელსა ზედა მანგალი თჳსი ქუეყანად და მომკო ქუეყანაჲ.17. და სხუაჲ ანგელოზი გამოვიდა ტაძრისა მისგან ზეცათაჲსა, და აქუნდა მასცა მანგალი მახჳლი.
გამოცხადებაჲ იოვანესი თავი 14
16. და მიყო მჯდომარემან მან ღრუბელსა ზედა მანგალი თჳსი ქუეყანად და მომკო ქუეყანაჲ.
წიგნი 14
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ. (1) და ვიხილე, და აჰა კრავი იგი მდგომარჱ მთასა ზედა სიონსა, და მის თანა რიცხჳ.ას ორმეოც და ოთხი ათასი, რომელთა აქუნდა სახელი მისი და სახელი მამისა მისისაჲ დაწერილი შუბლთა ზედა მათთა.

თარგმანი. კრავად უეჭუელად ქრისტეს იტყჳს. ხოლო მთასა ზედა სიონსა_ არა ძუელსა მას, არამედ ახალსა ცხოველისა ღმრთისა ქალაქისასა. ხოლო ესე ათასეულნი ახალსა შჯულსა შინა გამოჩინებულნი ქალწულნი არიან, რომელთაჲ გარეგანიცა კაცი ქალწულ იყოს და შინაგანიცა, რამეთუ ძუელსა მას შჯულსა შინა ძნიად იპოებოდა საქმჱ ესე ქალწულებისაჲ. ამისთჳს სხუანი არიან ესენი და არა იგინი არიან, რომელნი პირველ თქუნა ყოველთაგან ძეთა ისრაჱლისათა ათორმეტი ათასი, რამეთუ მათთჳს ქალწულებაჲ არა უთქუამს და ამათ ყოველთა შუბლნი ნათლითა მით საღმრთოჲთა დაბეჭდულ არიან.

მოციქულისაჲ. (2) და მესმა ჴმაჲ, ვითარცა ჴმაჲ წყალთა მრავალთაჲ, და ვითარცა ჴმაჲ ქუხილისა დიდისაჲ; და ჴმაჲ იგი, რომელი მესმა, ვითარცა მეათძალეთაჲ, რომელნი სცემდეს ათძალთა მათთა. (3ა) და გალობდეს გალობასა ახალსა წინაშე საყდრისა და ოთხთა მათ ცხოველთა და მღდელთაჲსა.

თარგმანი. ყმაჲ იგი წყალთა მრავალთაჲ და მეათძალეთაჲ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის