მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოცხადებაჲ იოვანესი 15:3

2. და ვიხილე, ვითარცა ზღუაჲ ჭიქისაჲ, შერეული ცეცხლითა. და რომელთაცა სძლიან ხატსა მას და მჴეცსა და რიცხუსა მას სახელისა მისისასა, მდგომარე იყვნეს ზღუასა მას ზედა ჭიქისასა და აქუნდა ათძალები ღმრთისაჲ.3. და გალობენ გალობასა მოსეს, მონისა ღმრთისასა, და გალობასა მას კრავისასა და იტყჳან: დიდ და საკჳრველ არიან საქმენი შენნი, უფალო ღმერთო, ყოვლისა მპყრობელო; მართალ და ჭეშმარიტ არიან გზანი შენნი, მეუფეო წმიდათაო.4. ვინ არა შეუშინდეს, უფალო, და ადიდებდეს სახელსა შენსა? რამეთუ შენ მხოლოჲ ხარ წმიდა, და ყოველნი წარმართნი მოვიდენ და თაყუანის-გცენ წინაშე შენსა, რამეთუ სიმართლენი შენნი გამოცხადნეს.
გამოცხადებაჲ იოვანესი თავი 15
3. და გალობენ გალობასა მოსეს, მონისა ღმრთისასა, და გალობასა მას კრავისასა და იტყჳან: დიდ და საკჳრველ არიან საქმენი შენნი, უფალო ღმერთო, ყოვლისა მპყრობელო; მართალ და ჭეშმარიტ არიან გზანი შენნი, მეუფეო წმიდათაო.
წიგნი 15
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ. (1) და ვიხილე სხუაჲ სასწაული ცათა შინა დიდი და საკჳრველი: ანგელოზნი შჳდნი, რომელთა აქუნდეს შჳდნი იგი წყლულებანი უკუანაჲსკნელნი, რამეთუ მათ წყლულებათა ზედა აღესრულა გულის-წყრომაჲ ღმრთისაჲ.

თარგმანი. ყოვლადვე მეშჳდესა რიცხუსა იტყჳს. და აწ აქაცა შჳდთა მათ დღეთა შინა ქმნულთათჳს ცოდვათა შჳდთა წყლულებათა შჳოთა ანგელოზთა მიერ მოწევნადთა იტყჳს.

მოციქულისაჲ. (2) და ვიხილე, ვითარცა ზღუაჲ ჭიქისაჲ შერეული ცეცხლითა. და რომელთაცა სძლიან ხატსა მას და მჴეცსა და რიცხუსა მას სახელისა მისისასა, მდგომარე იყვნეს ზღუასა მას ზედა ჭიქისასა და აქუნდა ათძალები ღმრთისაჲ.

თარგმანი. ზღუად ჭიქისად გულისჴმა-ვჰყოფთ სიმრავლესა მას ცხოვნებულთასა და საუკუნისა ცხორებისა სიწმიდესა და წმიდათა ბრწყინვალებასა. ხოლო ცეცხლსა აღრეულსა მას ვიტყჳთ, რომელი თქუა მოციქულმან პავლე, ვითარმედ: თითოეულისა საქმჱ ვითარიცა იყოს, მან ცეცხლმან გამოცადოს, რამეთუ წმიდათა და შეუგინებელთა სულითა არარაჲ ავნოს მან ცეცხლმან, არამედ უფროჲსად განაბრწყინვნეს, რამეთუ განიკუეთების იგი ჴმითა უფლისაჲთა, ვითარცა მეფსალმუნჱ იტყჳს, და დამწუველი იგი ძალი მისი ცოდვილთა მიეცეს, ხოლო...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის