მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოცხადებაჲ იოვანესი 15:7

6. და გამოვიდეს შჳდნი იგი ანგელოზნი, რომელთა აქუნდეს შჳდნი იგი წყლულებანი, რომელთა ემოსა სამოსელი სელისაჲ წმიდაჲ და ბრწყინვალე, და მკერდთა მათთა ზედა ერტყა სარტყელები ოქროჲსაჲ.7. და ერთმან ოთხთა მათ ცხოველთაგანმან მისცნა შჳდთა მათ ანგელოზთა შჳდნი ლანკნანი ოქროჲსანი, სავსენი გულის-წყრომითა ღმრთისაჲთა, რომელი-იგი ცხოველ არს უკუნითი უკუნისამდე.8. და აღივსო ტაძარი იგი კუამლითა დიდებისაგან ღმრთისა და ძლიერებისაგან მისისა. და ვერვინ შემძლებელ იყო შესლვად ტაძარსა, ვიდრემდის აღესრულნეს შჳდნი იგი წყლულებანი შჳდთა მათ ანგელოზთანი.
გამოცხადებაჲ იოვანესი თავი 15
7. და ერთმან ოთხთა მათ ცხოველთაგანმან მისცნა შჳდთა მათ ანგელოზთა შჳდნი ლანკნანი ოქროჲსანი, სავსენი გულის-წყრომითა ღმრთისაჲთა, რომელი-იგი ცხოველ არს უკუნითი უკუნისამდე.
წიგნი 15
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ. (1) და ვიხილე სხუაჲ სასწაული ცათა შინა დიდი და საკჳრველი: ანგელოზნი შჳდნი, რომელთა აქუნდეს შჳდნი იგი წყლულებანი უკუანაჲსკნელნი, რამეთუ მათ წყლულებათა ზედა აღესრულა გულის-წყრომაჲ ღმრთისაჲ.

თარგმანი. ყოვლადვე მეშჳდესა რიცხუსა იტყჳს. და აწ აქაცა შჳდთა მათ დღეთა შინა ქმნულთათჳს ცოდვათა შჳდთა წყლულებათა შჳოთა ანგელოზთა მიერ მოწევნადთა იტყჳს.

მოციქულისაჲ. (2) და ვიხილე, ვითარცა ზღუაჲ ჭიქისაჲ შერეული ცეცხლითა. და რომელთაცა სძლიან ხატსა მას და მჴეცსა და რიცხუსა მას სახელისა მისისასა, მდგომარე იყვნეს ზღუასა მას ზედა ჭიქისასა და აქუნდა ათძალები ღმრთისაჲ.

თარგმანი. ზღუად ჭიქისად გულისჴმა-ვჰყოფთ სიმრავლესა მას ცხოვნებულთასა და საუკუნისა ცხორებისა სიწმიდესა და წმიდათა ბრწყინვალებასა. ხოლო ცეცხლსა აღრეულსა მას ვიტყჳთ, რომელი თქუა მოციქულმან პავლე, ვითარმედ: თითოეულისა საქმჱ ვითარიცა იყოს, მან ცეცხლმან გამოცადოს, რამეთუ წმიდათა და შეუგინებელთა სულითა არარაჲ ავნოს მან ცეცხლმან, არამედ უფროჲსად განაბრწყინვნეს, რამეთუ განიკუეთების იგი ჴმითა უფლისაჲთა, ვითარცა მეფსალმუნჱ იტყჳს, და დამწუველი იგი ძალი მისი ცოდვილთა მიეცეს, ხოლო...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის