მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოცხადებაჲ იოვანესი 17:6

5. და შუბლსა მისსა ზედა სახელი დაწერილი: საიდუმლოჲ, ბაბილონი დიდი დედაჲ მეძავთაჲ და საძაგელებათა ქუეყანისათაჲ.6. და ვიხილე დედაკაცი იგი დამთრვალი სისხლითა წმიდათაჲთა და სისხლითა მით მოწამეთა იესუჲსთაჲთა. და დამიკჳრდა, ვიხილე რაჲ იგი, საკჳრველებითა დიდითა.7. და მრქუა მე ანგელოზმან მან: რად დაგიკჳრდა? მე გითხრა შენ საიდუმლოჲ დედაკაცისაჲ მის და მჴეცისაჲ, რომელსა-იგი უტჳრთავს, რომელსა ჰქონან შჳდნი თავნი და ათნი რქანი.
გამოცხადებაჲ იოვანესი თავი 17
6. და ვიხილე დედაკაცი იგი დამთრვალი სისხლითა წმიდათაჲთა და სისხლითა მით მოწამეთა იესუჲსთაჲთა. და დამიკჳრდა, ვიხილე რაჲ იგი, საკჳრველებითა დიდითა.
წიგნი 17
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ. (1) და მოვიდა ერთი შჳდთა მათ ანგელოზთაგანი. რომელთა აქუნდა შჳდი იგი ლანკნები, და იტყოდა ჩემ თანა და თქუა: მოვედ, და გიჩუენო შენ სასჯელი იგი მეძვისა მის დიდისაჲ. რომელი იგი ზის წყალთა მათ ზედა მრავალთა. (3) და წარმიყვანა სულითა უდაბნოს, და ვიხილე დედაკაცი მჯდომარჱ მჴეცსა ზედა წითელსა. სავსესა სახელებითა გმობისაჲთა, რომელსა ედგნეს შჳდნი თავნი და ათნი რქანი.

თარგმანი. ამას მეძავსა გულისჴმა-ვჰყოფთ მეფობასა ქუეყანისასა. რომელი იქმნა პირველითგან დიდ, დაღაცათუ სხუად და სხუად ადგილად მიიცვალა, არამედ ერთ-გუამად ითქუმის იგი, და ქალაქსა მას. რომელსა შინა იყოს მოსლვადმდე ანტჱს მეფთბაჲ. ხოლო უდაბნოჲ, რომელსა მიიწია მოციქული სულითა, არს მოოჴრებაჲ მის მეძვისაჲ, რომელი სულითა პირველვე იხილა, ვითარცა დედაკაცი ცოდვისა მიმართ გულის-თქუმისა მისისათჳს და კეთილთა მიმართ უძლურებისა, და მჯდომარჱ მჴეცსა ზედა მეწამულსა სისხლის-მოყუარესა ეშმაკსა ზედა ბოროტთა მიერ საქმეთა ჯდომისა მისისათჳს, რამეთუ მჴეცი და მეწამული ფერი მისი მძჳნვარებისა და კაცის-მკლველობისა სახჱ არს. ხოლო შჳდთა თავო. და ათთა რქათათჳს ქუემორე ვისწავოთ ანგელოზისა მიერ.

##...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის