მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოცხადებაჲ იოვანესი 17:8

7. და მრქუა მე ანგელოზმან მან: რად დაგიკჳრდა? მე გითხრა შენ საიდუმლოჲ დედაკაცისაჲ მის და მჴეცისაჲ, რომელსა-იგი უტჳრთავს, რომელსა ჰქონან შჳდნი თავნი და ათნი რქანი.8. მჴეცი ეგე, რომელ იხილე, იყო და არა არს, და ეგულების აღმოსლვაჲ უფსკრულით და წარსაწყმედელად წარსლვაჲ. და დაუკჳრდეს მკჳდრთა ქუეყანისათა, რომელთა სახელები არა წერილ არს წიგნსა მას ცხორებისასა დასაბამითგან სოფლისაჲთ, რაჟამს-იგი ჰხედვიდენ, რამეთუ იყო მჴეცი იგი და არა არს, და მოვიდეს.9. აქა არს გონებაჲ, რომელსა აქუნდეს სიბრძნე. შჳდნი იგი თავნი შჳდნი მთანი არიან, რომელთა ზედა დედაკაცი ზის.
გამოცხადებაჲ იოვანესი თავი 17
8. მჴეცი ეგე, რომელ იხილე, იყო და არა არს, და ეგულების აღმოსლვაჲ უფსკრულით და წარსაწყმედელად წარსლვაჲ. და დაუკჳრდეს მკჳდრთა ქუეყანისათა, რომელთა სახელები არა წერილ არს წიგნსა მას ცხორებისასა დასაბამითგან სოფლისაჲთ, რაჟამს-იგი ჰხედვიდენ, რამეთუ იყო მჴეცი იგი და არა არს, და მოვიდეს.
წიგნი 17
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ. (1) და მოვიდა ერთი შჳდთა მათ ანგელოზთაგანი. რომელთა აქუნდა შჳდი იგი ლანკნები, და იტყოდა ჩემ თანა და თქუა: მოვედ, და გიჩუენო შენ სასჯელი იგი მეძვისა მის დიდისაჲ. რომელი იგი ზის წყალთა მათ ზედა მრავალთა. (3) და წარმიყვანა სულითა უდაბნოს, და ვიხილე დედაკაცი მჯდომარჱ მჴეცსა ზედა წითელსა. სავსესა სახელებითა გმობისაჲთა, რომელსა ედგნეს შჳდნი თავნი და ათნი რქანი.

თარგმანი. ამას მეძავსა გულისჴმა-ვჰყოფთ მეფობასა ქუეყანისასა. რომელი იქმნა პირველითგან დიდ, დაღაცათუ სხუად და სხუად ადგილად მიიცვალა, არამედ ერთ-გუამად ითქუმის იგი, და ქალაქსა მას. რომელსა შინა იყოს მოსლვადმდე ანტჱს მეფთბაჲ. ხოლო უდაბნოჲ, რომელსა მიიწია მოციქული სულითა, არს მოოჴრებაჲ მის მეძვისაჲ, რომელი სულითა პირველვე იხილა, ვითარცა დედაკაცი ცოდვისა მიმართ გულის-თქუმისა მისისათჳს და კეთილთა მიმართ უძლურებისა, და მჯდომარჱ მჴეცსა ზედა მეწამულსა სისხლის-მოყუარესა ეშმაკსა ზედა ბოროტთა მიერ საქმეთა ჯდომისა მისისათჳს, რამეთუ მჴეცი და მეწამული ფერი მისი მძჳნვარებისა და კაცის-მკლველობისა სახჱ არს. ხოლო შჳდთა თავო. და ათთა რქათათჳს ქუემორე ვისწავოთ ანგელოზისა მიერ.

##...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის