მოციქულისაჲ. (1) და შემდგომად ამისა ვიხილე სხუაჲ ანგელოზი, გარდამომავალი ზეცით, რომელსა აქუნდა ჴელმწიფებაჲ დიდი, და ქუეყანაჲ განათლდა დიდებისაგან მისისა. (2) და ღალატ-ყო ძლიერითა ჴმითა და თქუა: დაეცა ბაბილონი დიდი და იქმნა სამკჳდრებელ ეშმაკთა და საყოფელ ყოვლისავე სულისა არაწმიდისა და საყოფელ ყოვლისავე მფრინველისა არაწმიდისა და მოძულებულისა. (3ა) რამეთუ გულის-წყრომისაგან ღჳნისა სიძვისა მისისა ასუა ყოველთა წარმართთა.
თარგმანი. და ესაიაცა წინაწარმეტყუელა ბაბილონისათჳს სპარსთაჲსა, ვითარმედ ესე ყოველი მოოჴრებაჲ მოიწიოს მის ზედა, და ეგრჱთვე მოციქულმან ქალაქისა მისთჳს იხილა. ხოლო იტყჳს, თუ ღჳნისაგან სიძვისა მისისა ასუა ყოველთა წარმართთა, ესე იგი არს, ვითარმედ მორჩილთა მისთა ქალაქთა ბოროტსა ასწავლიდეს.
მოციქულისაჲ. (3ბ) და მეფეთა ქუეყანისათა მის თანა ისიძვეს. და ვაჭარნი ქუეყანისანი ძალითა სიბორგილისა მისისაჲთა განმდიდრდეს.
თარგმანი. რამეთუ გარდამატებულითა უზომოებითა მისითა სხუათა ამაოჲსა სიმდიდრისა მიზეზ ექმნა