მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოცხადებაჲ იოვანესი 18:8

7. ვითარ-იგი ადიდა თავი თჳსი და განცოფნა, ესეზომად მიეცა მას ტანჯვაჲ და ტკივილი, რამეთუ გულსა თჳსსა იტყჳს, ვითარმედ: ვზი დედუფლად და ქურივ არა ვარ, და გლოვაჲ არა ვიხილო.8. ამისთჳს ერთსა დღესა მოვიდენ წყლულებანი მისნი, სიკუდილი, გლოვაჲ და სიყმილი, და ცეცხლითა დაიწუას, რამეთუ ძლიერ არს უფალი ღმერთი, რომელმან განიკითხა იგი.9. და ტიროდიან და გოდებდენ მის ზედა მეფენი ქუეყანისანი, რომელთა მის თანა ისიძვეს და განჴურდეს, რაჟამს ჰხედვიდენ კუამლსა მას ჴურვებისა მისისასა.
გამოცხადებაჲ იოვანესი თავი 18
8. ამისთჳს ერთსა დღესა მოვიდენ წყლულებანი მისნი, სიკუდილი, გლოვაჲ და სიყმილი, და ცეცხლითა დაიწუას, რამეთუ ძლიერ არს უფალი ღმერთი, რომელმან განიკითხა იგი.
წიგნი 18
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ. (1) და შემდგომად ამისა ვიხილე სხუაჲ ანგელოზი, გარდამომავალი ზეცით, რომელსა აქუნდა ჴელმწიფებაჲ დიდი, და ქუეყანაჲ განათლდა დიდებისაგან მისისა. (2) და ღალატ-ყო ძლიერითა ჴმითა და თქუა: დაეცა ბაბილონი დიდი და იქმნა სამკჳდრებელ ეშმაკთა და საყოფელ ყოვლისავე სულისა არაწმიდისა და საყოფელ ყოვლისავე მფრინველისა არაწმიდისა და მოძულებულისა. (3ა) რამეთუ გულის-წყრომისაგან ღჳნისა სიძვისა მისისა ასუა ყოველთა წარმართთა.

თარგმანი. და ესაიაცა წინაწარმეტყუელა ბაბილონისათჳს სპარსთაჲსა, ვითარმედ ესე ყოველი მოოჴრებაჲ მოიწიოს მის ზედა, და ეგრჱთვე მოციქულმან ქალაქისა მისთჳს იხილა. ხოლო იტყჳს, თუ ღჳნისაგან სიძვისა მისისა ასუა ყოველთა წარმართთა, ესე იგი არს, ვითარმედ მორჩილთა მისთა ქალაქთა ბოროტსა ასწავლიდეს.

მოციქულისაჲ. (3ბ) და მეფეთა ქუეყანისათა მის თანა ისიძვეს. და ვაჭარნი ქუეყანისანი ძალითა სიბორგილისა მისისაჲთა განმდიდრდეს.

თარგმანი. რამეთუ გარდამატებულითა უზომოებითა მისითა სხუათა ამაოჲსა სიმდიდრისა მიზეზ ექმნა

მოციქულისაჲ. (4) და მესმა სხუაჲ ჴმაჲ ზეცით, რომელი იტყოდა: გამოვედით მისგან, ერო ჩემო, რაჲთა არა ეზიარნეთ ცოდვათა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის