მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოცხადებაჲ იოვანესი 2:27

26. და რომელმან სძლოს და დაიმარხნეს ვიდრე აღსასრულადმდე საქმენი ჩემნი, მივსცე ჴელმწიფებაჲ წარმართთა ზედა,27. და ჰმწყსიდეს მათ კუერთხითა რკინისაჲთა; ვითარცა ჭურნი იგი მეკეცეთანი შეიმუსრნიან, ვითარცა მე მოვიღე მამისაგან.28. და მივსცე მას ვარსკულავი იგი განთიადისაჲ.
გამოცხადებაჲ იოვანესი თავი 2
27. და ჰმწყსიდეს მათ კუერთხითა რკინისაჲთა; ვითარცა ჭურნი იგი მეკეცეთანი შეიმუსრნიან, ვითარცა მე მოვიღე მამისაგან.
წიგნი 2
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ. (1) ანგელოზსა ეფესოჲსა ეკლესიისასა არქუ, ვითარმედ: ამას იტყჳს, რომელსა უპყრიან შჳდნი იგი ვარსკულავნი მარჯუენესა მისსა, რომელი-იგი ვალს შჳდთა მათ სასანთლეთა შორის ოქროჲსათა: (2) ვიცნი საქმენი შენნი და შრომაჲ შენი და მოთმინებაჲ შენი და ვითარმედ იერ ძალ-გიც ტჳრთვად უკეთურთა მათ და გამოსცადენ იგინი, რომელნი იტყჳან თავთა თჳსთა მოციქულად, და არა არიან, და ჰპოვენ იგინი მტყუვარ. (3) და მოთმინებაჲ გაქუს და იტჳრთე სახელისა ჩემისათჳს და არა დაშუერ. (4) არამედ მაქუს შენდა მომართ, რამეთუ სიყუარული იგი შენი პირველი დაუტევე. (5ა) მოიჴსენებდ, უკუეთუ სადაჲთ დაეცი, და შეინანე და პირველნივე საქმენი ქმნენ.

თარგმანი. აქნა საქმენი იგი მის ეჴლესიისანი ყოველნი, ხოლო ერთისათჳს საქმისა ოდენ აბრალა. რამეთუ გონებაჲ და შრომაჲ მისი და სარწმუნოებისათჳს მოთმინებაჲ და უკეთურთაგან უცხო-ყოფაჲ და რამეთუ არა ყოვლისა სულისაჲ ჰრწმენა და გამოცადნა ცრუ-მოციქულნი იგი და ცნა ტყუვილი მათი და გარე-მოაქცინა. ესე ყოველი აქო. და კუალად, რამეთუ საქმენი იგი უკეთურთა ნიკოლაელთანი სძულდეს. ხოლო აბრალა ამისთჳს, რამეთუ ძმათა მიმართ სიყუარული და ქველის-საქმჱ მისი...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის