მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოცხადებაჲ იოვანესი 20:9

8. და გამოვიდეს ცთუნებად წარმართთა, რომელნი არიან ოთხთა კიდეთა ქუეყანისათა, გოგს და მაგოგს, შემოკრებად მათა და ბრძოლად, რომელთა სიმრავლე ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ.9. და აღმოვიდეს სივრცესა ზედა ქუეყანისასა და გარე-მოადგეს ბანაკსა წმიდათასა და ქალაქსა მას შეყუარებულსა. და გარდამოჴდა ცეცხლი ზეცით და შეჭამნა იგინი.10. და ეშმაკი, რომელი-იგი აცთუნებდა მათ, შთავარდა ტბასა მას ცეცხლისა და წუმწუბისასა, სადა იყვნეს მჴეცი იგი და ცრუწინაწარმეტყუელი, და იტანჯებოდიან დღე და ღამე უკუნითი უკუნისამდე.
გამოცხადებაჲ იოვანესი თავი 20
9. და აღმოვიდეს სივრცესა ზედა ქუეყანისასა და გარე-მოადგეს ბანაკსა წმიდათასა და ქალაქსა მას შეყუარებულსა. და გარდამოჴდა ცეცხლი ზეცით და შეჭამნა იგინი.
წიგნი 20
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ. (1) და ვიხილე ანგელოზი, გარდამომავალი ზეცით, და აქუნდა კლიტჱ უფსკრულისაჲ და ჯაჭჳ დიდი ჴელსა მისსა. (2) და შეიპყრა ვეშაპი იგი _გუელი დასაბამისაჲ, რომელ არს ეშმაკი და სატანა, რომელი იცთუნებს ყოველსა სოფელსა, და შეკრა იგი ათას წელ. (3) და შთააგდო იგი უფსკრულსა შინა და დაჰჴშა კარი და დაჰბეჭდა მის ზედა, რაჲთა ვერღარა აცთუნებდეს წარმართთა, ვიდრემდე აღესრულოს ათასი წელი. შემდგომად ამისა ჯერ-არს განჴსნაჲ მისი მცირედ ჟამ.

თარგმანი. აქა იტყჳს ეშმაკისა შეკრვასა, რომელი იქმნა ქრისტჱს ჯუარ-ცუმასა, რომელმან შეკრა და დასაჯა იგი უფსკრულთა შინა. ხოლო ანგელოზი იყო, რომელი ჰმსახურებდა ესევითარსა მას ბრძანებასა მისსა. და ჯაჭჳ ჩუენისა გულისჴმის-ყოფისათჳს სახელ-სდვა ძალსა მას მისსა შემპყრობელსა. ხოლო ათას წლად ჟამსა მას იტყჳს, რომელი გარდაჴდეს ჯუარ-ცუმითგან ქრისტჱსით ვიდრე ანტეს მოსლვადმდე, და მერმე მოვიდეს ყოველი ძალი ეშმაკისაჲ ანტჱს მიერ სოფლად მცირედ ჟამ.

მოციქულისაჲ. (4) ვიხილენ საყდარნი, და სხდეს მათ ზედა, და სასჯელი მიეცა მათ და სულნი იგი მოკლულთანი წამებისათჳს იესუჲსა და სიტყჳსათჳს ღმრთისა, და რომელთა არა თაყუანის-სცეს ხატსა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის