მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოცხადებაჲ იოვანესი 21:14

13. აღმოსავალით ბჭენი სამნი, და სამხრით სამნი და ჩრდილოჲთ სამნი, და დასავალით სამნი.14. და ზღუდესა მას ქალაქისასა აქუნდეს ათორმეტნი საფუძველნი და მათ ზედა ათორმეტნი სახელნი ათორმეტთა მათ მოციქულთა კრავისათანი.15. და რომელი-იგი იტყოდა ჩემ თანა, აქუნდა საზომი ლერწამი ოქროჲსაჲ, რაჲთამცა განზომა ქალაქი იგი და ბჭენი მისნი და ზღუდენი მისნი.
გამოცხადებაჲ იოვანესი თავი 21
14. და ზღუდესა მას ქალაქისასა აქუნდეს ათორმეტნი საფუძველნი და მათ ზედა ათორმეტნი სახელნი ათორმეტთა მათ მოციქულთა კრავისათანი.
წიგნი 21
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ. (1) და ვიხილე ცაჲ ახალი და ქუეყანაჲ ახალს, რამეთუ პირველი იგი ცაჲ და პირველი იგი ქუეყანაჲ წარჴდეს, და ზღუაჲ არღარა არს.

თარგმანი. ცისა და ქუეყანისათჳს თქუა, ვითრმედ პირველნი წარჴდეს, ესე იგი არს, ვითარმედ უმჯობჱსისა მიმართ შეიცვალნეს. ხოლო ზღჳსათჳს თქუა, ვითარმედ ზღუაჲ არღარა იყოს, რამეთუ რად საჴმარ არს ზღუაჲ, ვინაჲთგან მას შინა მავალნი არღარა იყვნენ, რაჲთამცა შორიელთა საქმეთა მოიღებდეს.

მოციქულისაჲ. (2) და ქალაქი წმიდაჲ, იერუსალჱმი ახალი ვიხილე, გარდამომავალი ზეცით ღმრთისაგან, განმზადებული, ვითარცა სძალი შემკული ქმრისა მიმართ თჳსისა.

თარგმანი. და აქაცა ჩანს, ვითარმედ განახლებად უმჯობჱსისა მიმართ შეცვალებასა იტკჳს, ვითარცა იხილა იერუსალჱმი იგი ზეცისაჲ, გარდამომავალი ანგელოზთაგან კაცთა მომართ ერთობისათჳს მათისა. ხოლო ქალაქად ეწოდების, რამეთუ სამკჳდრებელი არს წმიდისა სამებისაჲ, და სძლად_ რამეთუ შეერთებულ არს იგი უფლისა სამკაულითა საღმრთოჲთა.

მოციქულისაჲ. (3) და მესმა ჴმაჲ დიდი ზეცით, რომელი იტყოდა:აჰა სამკჳდრებელი ღმრთისაჲ კაცთა თანა, და დაიმკჳდროს მათ თანა, და იგინი იყვნენ ერ მისა, და იგი ღმერთი თავადი მკჳდრ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის