მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოცხადებაჲ იოვანესი 22:7

6. და მრქუა მე: ესე სიტყუანი სარწმუნო და ჭეშმარიტ არიან, და უფალმან ღმერთმან სულთა წინაწარმეტყუელთამან მოავლინა ანგელოზი თჳსი ჩუენებად, რაჲ-იგი ყოფად არს ადრე.7. და, აჰა ესერა მოვალ ადრე. ნეტარ არს, რომელმან დაიმარხნეს სიტყუანი წინაწარმეტყუელებისა ამის წიგნისანი.8. და მე, იოვანე, რომელსა მესმოდა და ვხედევდი ამას ყოველსა, და რაჟამს მესმა და რაჟამს ვიხილე, დავვარდი თაყუანის-ცემად წინაშე ფერჴთა ანგელოზისა მის, რომელი მიჩუენებდა ამათ.
გამოცხადებაჲ იოვანესი თავი 22
7. და, აჰა ესერა მოვალ ადრე. ნეტარ არს, რომელმან დაიმარხნეს სიტყუანი წინაწარმეტყუელებისა ამის წიგნისანი.
წიგნი 22
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ. (1) და მიჩუენა მდინარჱ ერთი წყლისა ცხოველისაჲ ბრწყინვალჱ, ვითარცა ბროლი, გამომავალი საყდრისაგან ღმრთისა და კრავისა. (2ა) შორის სივრცესა მის ქალაქისასა.

თარგმანი. მდინარჱ ღმრთისაჲ სავსჱ იგი წყლითა. რომელ არს ცხოველს-მყოფვლი იგი სული, გამოვალს ღმრთისაგან მამისა და კრავისა მიერ შორის ძალთა მათ უზეშთაესთა, რომელთა საყდარ ღმრთეებისა ეწოდების, გამოვალს და სიმრავლესა მას წმიდათასა აღავსებს..

მოციქულისაჲ. (2ბ) და მდინარისა მის ამიერ და წიაღ ძელი ცხორებისაჲ, გამომღებელი ათორმეტსა ნაყოფსა, ყოველთა თთუეთა მომცემელი თჳსისა ნაყოფისაჲ.

თარგმანი. ძელი ცხორებისაჲ ქრისტე არს, რომელი სულსა შინა წმჲდასა და გარემო სულისა. გულისჴმა-იყოფების, რამეთუ მის თანა არს სული წმიდაჲ, და სულისა მიერ თაყუანის-იცემების და მომცემელი არს სულისაჲ, და მის მიერ ათორმეტნი იგი ნაყოფნი მოციქულთა კრებულისანი მოგუეცემიან, რომელ არს გულისჴმის-ყოფაჲ მისი.

მოციქულისაჲ. (2გ) და ფურცელნი მის ხისანი საკურნებელად წარმართთა.

თარგმანი. ვითარცა მაღალნი იგი გულისჴმის-ყოფანი მისისა დიდებისა ნაყოფად წოდებულ არიან, ვგრჱთვე უმდაბლჱსნი იგი გულისჴმის ყოფანი _...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის