მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოცხადებაჲ იოვანესი 5:6

5. და ერთმან მღდელთა მათგანმან მრქუა მე: ნუ სტირ, აჰა ესერა სძლო ლომმან თესლისაგან იუდაჲსა, ძირმან დავითისმან, რომელმან აღაღოს წიგნი და შჳდნი იგი ბეჭედნი მისნი.6. და ვიხილე შორის საყდრისა და ოთხთა მათ ცხოველთა და მღდელთაჲსა კრავი მდგომარე, ვითარცა დაკლული. და აქუნდეს შჳდნი რქანი და შჳდნი თუალნი, რომელ არიან შჳდნი იგი სულნი ღმრთისანი, რომელნი მოივლინებიან ყოველსავე ქუეყანასა.7. და მოვიდა და მიიღო წიგნი მარჯუენისაგან საყდარსა ზედა მჯდომარისა.
გამოცხადებაჲ იოვანესი თავი 5
6. და ვიხილე შორის საყდრისა და ოთხთა მათ ცხოველთა და მღდელთაჲსა კრავი მდგომარე, ვითარცა დაკლული. და აქუნდეს შჳდნი რქანი და შჳდნი თუალნი, რომელ არიან შჳდნი იგი სულნი ღმრთისანი, რომელნი მოივლინებიან ყოველსავე ქუეყანასა.
წიგნი 5
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ. (1) და ვიხილე მარჯუენით საყდართა ზედა მჯდომარისა მის წიგნი, დაწერილი შინაგან და გარეგან, დაბეჭდული ბეჭდითა შჳდითა.

თარგმანი. წიგნად გულისჴმა-ვჰჴოფთ სიღრმესა მას ღმრთისა სასჯელთასა, რომელსა შინა ყოველნივე შთაწერილ არიან სიტყჳსაებრ დავითისა. ხოლო გარეგნით წერილ არიან სასჯელნი ღმრთისანი, რომელთაჲ-იგი შესაძლებელ არს გულისჴმის-ყოფაჲ, ხოლო შინაგან წვრილ არიან სასჯელნი იგი და საქმენი ღმრთისანი, დაფარულნი ყოველთაგან დაბადებულთა. ხოლო შჳდთა ბეჭედთა გულისჴმა-ვჰყოფთ ძალთა მათ და განგებულებათა წმიდისა სულისათა, რომელი გამოეძიებს ყოველთავე სიღრმეთა, რომელთა განჴსნად ვერცა ერთი დაბადებულთაგანი შემძლებელ არს.

მოციქულისაჲ. (2) და ვიხილე ანგელოზი ძლიერი, რომელი ქადაგებდა ჴმითა დიდითა, ვითარმედ: ვინ-მ ღირს არს განღებად წიგნისა მის და განჴსნად ბეჭედთა მისთა? (3) და ვერვინ შემძლებელ იყო ცათა შინა, არცა ქუეყანასა ზედა, არცა უფსკრულთა განღებად წიგნისა მის, არცა მიხედვად მისა მიმართ.

თარგმანი. ამის მიერ გულისჴმა-ვჰყოფთ, ვითარმედ ვერცა ანგელოზნი, ვერცა კაცნი, რომელნი ჴორცთა შინა არიან, არცა რომელნი ჴორცთაგან განსრულ აოიან წმიდანი,...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის