მოციქულისაჲ. (1) და რაჟამს აღაღო მეშჳდჱ ბეჭედი, იქმნა დუმილი ცათა შინა, ვითარ ნახევარსა ჟამისასა. (2) და ვიხილენ შჳდნი იგი ანგელოზნი რომელნი წინაშე ღმრთისა დგანან. და მიეცნეს მათ შჳდნი საყჳრნი.
თარგმანი. მრავალ-გზის აჴსენებს რიცხუსა ამას შჳდეულისასა სახედ ამის საწუთროჲსა და განსუენებისა მის მერმისა. ამისთჳს უკუე აქაცა აღებაჲ მეშჳდისა ბეჭდისაჲ დაჴსნასა სოფლისასა მოასწავებს. და შჳდნიიგი ანგელოზნი იხილეებიან მსახურად სატანჯველთათჳს უშჯულოთა ზედა მომავალთა. ხოლო დუმილი მოასწავებს ანგელოზთა...